მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » 11-14 ოქტომბერს გვადალახარაში იმართება ფილტვის დაავადებათა რიგით 48-ე საერთაშორისო კონფერენცია
2017 წლის 11-14 ოქტომბერს ქ. გვადალახარაში (მექსიკა) იმართება ფილტვის დაავადებათა რიგით 48-ე საერთაშორისო კონფერენცია.

11-14 ოქტომბერს გვადალახარაში იმართება ფილტვის დაავადებათა რიგით 48-ე საერთაშორისო კონფერენცია

2017 წლის 11-14 ოქტომბერს ქ. გვადალახარაში (მექსიკა) იმართება ფილტვის დაავადებათა რიგით 48-ე საერთაშორისო კონფერენცია.

აღნიშნული კონფერენცია ყოველწლიურია და მას ესწრება 4000-მდე დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წლევანდელი წლის კონფერენციის სლოგანია “დავაჩქაროთ ელიმინაციის პროცესი”.

ღონისძიება ფოკუსირებულა ტუბერკულოზის ელიმინაციის პროცესზე, ასევე დამსწრე საზოგადოება განიხილავს ტუბერკულოზთან დაკავშირებული კოინფექციების, თამბაქოს კონტროლის და ჰაერის დაბინძურების საკითხებისა და სხვა პრობლემების გადაჭრის გზებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან კონფერენციას დაესწრნენ და 2 სესიაზე მოხსენებებით გამოვიდნენ გენერალური დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე და გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის მენეჯერი გიორგი კუჭუხიძე.

სხვადასხვა სესიებზე საქართველოს ასევე წარმოადგენენ ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის და ტუბერკულოზის სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

NCDC

იხილეთ ასევე

საქართველო და აღნიშნული ქვეყნები შეირჩნენ იმ პრინციპით, რომ ჩვენ აღებული გვაქვს ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციის პასუხისმგებლობა და მოგვენიჭა უფლება, წარვუძღვეთ პროგრამას

საქართველო ხდება ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის გლობალური მოძრაობის ლიდერი

დღეს, სან პაულუში, ბრაზილიაში გამართულ ჰეპატიტების მსოფლიო სამიტზე [1-3 ნოემებერი], საქართველოს მიენიჭა ევროპის რეგიონის NOhep …