მთავარი » ფარმაცევტიკა » 36 აფთიაქის ხელმძღვანელს გამოძიება 15 მილიონის უკანონოდ მიღებას ედავება
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 36 სხვადასხვა აფთიაქის 18 ხელმძღვანელ პირს წაუყენა ბრალი.

36 აფთიაქის ხელმძღვანელს გამოძიება 15 მილიონის უკანონოდ მიღებას ედავება

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 36 სხვადასხვა აფთიაქის 18 ხელმძღვანელ პირს წაუყენა ბრალი.

საუბარია აფთიაქებზე, სადაც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ყიდიან. აფთიაქის ხელმძღვანელებს ჯამში დაახლოებით 15 მილიონი ლარის უკანონო მიღება ედებათ ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, 36 აფთიაქში 14 590 866 ერთეული მედიკამენტი გაიყიდა ურეცეპტოდ. ეს მედიკამენტები სპეციალურ კონტროლსაა დაქვემდებარებული.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 36 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, აფთიაქის ხელმძღვანელებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

batumelebi.netgazeti.ge

იხილეთ ასევე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აგრძელებს შეხვედრების ციკლს ბიზნესის წარმომადგენლებთან. დღეს ჩვენ შევხვდით ფარმაცევტულ სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს.

შესყიდვების სააგენტო ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდა

 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ნანობაშვილი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებს, კერძოდ, ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლებს …