მთავარი » სოციალური » ადვოკატ ნინო რობაქიძეს სასწრაფო დახმარება ესაჭიროება
ადვოკატთა ასოციაციის წევრ ადვოკატს, ნინო რობაქიძეს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, სასწრაფო დახმარება ესაჭიროება.

ადვოკატ ნინო რობაქიძეს სასწრაფო დახმარება ესაჭიროება

ადვოკატთა ასოციაციის წევრ ადვოკატს, ნინო რობაქიძეს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, სასწრაფო დახმარება ესაჭიროება.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, ადვოკატი ნინო რობაქაძე, რომელიც გადაადგილდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტოავარიაში მოყვა.

“მისი მდგომარეობა არის მძიმე. ავტოავარიის შედეგად ნინო რობაქიძემ დაკარგა ფეხი, ოთხი დღეა რეამინაციაში, უგონო მდგომარეობაში იმყოფება, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქუთაისელ ადვოკატებს, რომლებიც სამი დღის განმავლობაში, კოლეგის გადასარჩენად სისხლს იღებდნენ.

კოლეგებო! მოგმართავთ თხოვნით, ვისაც რისი საშუალება გვაქვს დავეხმაროთ ჩვენს კოლეგას. ნინო რობაქიძეს კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი 12 წლის ქალიშვილი და მოხუცი დედა”,- წერს სოციალურ ქსელში ზაზა ხატიაშვილი. 

ნინო რობაქიძის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ ანგარიშის ნომერზე:
სს”რესპუბლიკაბანკი”
ანგარიშის #: GE80BR0000010858423322

pia.ge

55555-506x352

იხილეთ ასევე

24 წლის თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად ახლობლები და ოჯახის წევრები გაერთიანდნენ. თეონა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას საჭიროებს.

24 წლის გოგო ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საზოგადოების მხარდაჭერას საჭიროებს

24 წლის თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად ახლობლები და ოჯახის წევრები გაერთიანდნენ. თეონა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას საჭიროებს. …