მთავარი » ჯანდაცვა » სამინისტრო » აღურიცხავი დოკუმენტებისა და მედიკამენტებისთვის 300-მდე კლინიკა დაჯარიმდა
აღურიცხავი დოკუმენტებისა და მედიკამენტებისთვის 3 წელში 300-მდე კლინიკა 9 მილიონით დაჯარიმდა – დავით სერგეენკო.

აღურიცხავი დოკუმენტებისა და მედიკამენტებისთვის 300-მდე კლინიკა დაჯარიმდა

გამკაცრებული რეგულაციები კლინიკებისთვის, გამაფრთხილებელი სიგნალი სადაზღვევო კომპანიებისთვის, ჯანდაცვის მიერ გაცემული ბიუჯეტის მკაცრ კონტროლზე აყვანა და სწორება ხარისხზე – ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის მეორე ტალღა დაიწყო.

რას ითვალისწინებს რეფორმა, რა კრიტერიუმი დაუწესდებათ კლინიკებს და რა სანქციები ელით პაციენტებისთვის თანხების არამიზნობრივად მოთხოვნის შემთხვევაში?!

“ჩვენ არც თუ იშვიათ შემთხვევებში მონიტორინგით ვხედავდით, რომ პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების პროპორცია იყო წარმოუდგენელი უბრალოდ.

მაგალითად, როდესაც ჩვენ ვურიცხავდით თანხებს კლინიკებს, ვაკეთებდით მონიტორინგს რა ნაწილი მივიდა ექიმამდე და ექთნამდე. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ვხედავდით წარმოუდგენელ პროპორციას როცა 8-10% მიდიოდა სახელფასოდ, დანარჩენი ილექებოდა არაპირდაპირ ხარჯებში, მათ შორის მენეჯმენტის ანაზღაურებაში.” – აცხადებს დავით სერგეენკო “აიპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებების კონტროლი გამკაცრდება და თანხების ხარჯვის ეფექტურობა მაქსიმალურად გაკონტროლდება.

– ერთ-ერთ კლინიკასთან დაკავშირებით ვმუშაობ რაღაც დოკუმენტებზე, საბუთებზე და აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში კლინიკა არ აწარმოებდა წამლების აღრიცხვიანობას. როგორ შედიოდა, გადიოდა რამდენი გადიოდა. შეძენილი ჰქონდათ დიდი ოდენობით ანტიბიოტიკები, რომელიც არარეალურად მოკლე პერიოდში იხარჯებოდა. 

ვინ სწავლობს ასეთ საკითხებს და რამდენად კონტროლდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა კლინიკებში და პირდაპირ კავშირშია თანხების მიზნობრივ და არამიზნობრივ ხარჯებთან.  

კლინიკები, რომლებიც აკეთებენ შიდა შესყიდვებს, მოქმედებენ იმ პროტოკოლით რითაც თვითონ თვლიან საჭიროდ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ აკეთონ ისე, როგორც გაუხარდებათ. ჩვენ არავის კერძო ბიზნესში არ ვერევით, მაგრამ ვალდებულები ვართ, მაქსიმალურად გავაკოტროლოთ თანხების ხარჯვის ეფექტურობა.

თქვენ ახსენეთ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ახსენეთ მედიკამენტების აღრიცხვა და ხარჯვა. ამას აკონტოლებს ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგის ფარგლებში, კერძოდ რეგულირების სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონიტორინგის სამსახური. ჩვენ ამას გავაკონტროლებთ ძალიან მკაცრად! და ასეთი ტიპის დარღვევებისთვის სამედიცინო დაწესებულებები საკმაოდ მკაცრად დაჯარიმდება.

მე შემიძლია დაახლოებით ციფრები გითხრათ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე ასეული, შეიძლება ციფრი ზუსტად ვერ გავიხსენო მაგრამ 300-ზე მეტ შემთხვევაში დაწესებულებებს, ასეთი ტიპის დარღვევებისთვის სოლიდური ჯარიმა დავაკისრეთ. ჯარიმები რომლის ჯამური თანხაც რამდენიმე მილიონს შეადგენს. სადღაც 9 მილიონამდე იყო ჯარიმები ბოლო სამი წლის განმავლობაში.

იხილეთ ასევე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ატლანტაში …