მთავარი » რეფორმები » პირველადი ჯანდაცვა » ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის
პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და კლინიცისტებისვის ახალი, საგანმანათლებლო ელექტრონული მოდულების პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის

პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და კლინიცისტებისვის ახალი, საგანმანათლებლო ელექტრონული მოდულების პრეზენტაცია გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში.

საგანმანათლებლო პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალთან – BMJ თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო.

ახალი ინიციატივა პირველადი ჯანდაცვის ექიმებსა და კლინიცისტებს საშუალებას მისცემს BMJ-ის ყველაზე მსხვილ საგანმანათლებლო ელექტრონულ რესურსებთან, როგორიც არის: BMJ Learning და BMJ Best Practice ქონდეთ წვდომა.

BMJ Best Practice – არის კლინიკური გადაწყვეტილებების ხელშემწყობი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნული პროდუქტი შეიცავს ათასზე მეტი რაოდენობის დაავადებებზე (მაგ. აქტინომიკოზიდან ზიკას ვირუსის ჩათვლით) ინფორმაციას. BMJ Best Practice ხელმისაწვდომია როგორც კომპიუტერული ვერსია, აგრეთვე როგორც IOS და Android აპლიკაცია.

BMJ Learning – არის ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას მისთვის ხელსაყრელი ფორმატით: აუდიო / ვიდეო ჩანაწერებით, ტექსტუალური სალექციო კურსით, სამედიცინო შემთხვევების ინტერაქტიული გარჩევით. კლინიცისტს ასევე შეუძლია ცოდნის დონის შემოწმება პრე-ტესტით და პოსტ-ტესტით.

BMJ-მ ოფიციალურად დაიწყო საქართველოს სხვადასხვა დარგის კლინიცისტების რეგისტრაცია ინგლისურენოვან პორტალზე, რაც საშუალებას იძლევა ქართველ ექიმებს წვდომა ქონდეთ BMJ ყველა მოდულზე და გაიარონ შესაბამისი გამოცდა სერთიფიკატის მოსაპოვებლად. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს 3 წლიან პროექტს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA).

BMJ დაფუძნდა 170 წლის წინ, როგორც სამედიცინო ჟურნალის გამოცემა. ამჟამად ის მთელს მსოფლიოში წარმოადგნეს გლობალურ ბრენდს, რომელიც ეხმარება სამედიცინო ორგანიზაციებსა და კლინიცისტებს, დაძლიონ დღეს არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე გამოწვევები ჯანმრთელობის სფეროში.

BMJ-ის პილოტური პროექტის ფარგლებში შექმნილია ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის თავმჯდომარე გახლავთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – ვალერი კვარაცხელია; ასევე ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და BMJ-ის საქართველოს პროექტის კოორდინატორი.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსი სამედიცინო დონის ამაღლების მიზნით მომავალშიც გააგრძელებს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროცესში აქტივობებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსი საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

16 აპრილს, სასტუმრო “რადისონში” პირველადი ჯანდაცვის განვითარების თემაზე საერთაშორისო დონის კონფერენცია გაიმართება, რომელიც ხელს შეუწყობს …