მთავარი » ჯანდაცვა » ამირან გამყრელიძე – ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაციაზე გული არ აიცრუოს.

ამირან გამყრელიძე – ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაციაზე გული არ აიცრუოს.

როგორც გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

„მოგახსენებთ, რომ ეს განცხადება არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ამიტომ დაუშვებელია ვინმემ იფიქროს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ან სხვა ვაქცინები რომელიც ქვეყანაშია, ხარისხთან ცუდ დამოკიდებულებაშია. ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ამაზე. დღეს ვინმემ დაკბენის შემდეგ თავის ახლობელი რომ არ მიიყვანოს ან თავად არ მივიდეს და არ აიცრას, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა – შეიძლება ამ ადამიანში მერე განვითარდეს ცოფი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კაცობრიობას ვაქცინაციაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია არ მოუგონია.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯერჯერობით კაცობრიობას ვაქცინაციაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია არ მოუგონია. ბავშვების სიკვდილიანობა ყველგან მცირდება, მთელ მსოფლიოში, მაგალითად, 90-იან წლებში, ყოველწლიურად იღუპებოდა 5 წლამდე 12-14 მილიონი ბავშვი, დღეს დაახლოებით 5 მილიონამდეა ეს სიკვდილიანობა ჩამოსული. ეს ყველაფერი ძირითადად ვაქცინაციის დამსახურებაა. დღეს, ვაქცინაციის საშუალებით ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე ბავშვის სიკვდილის პრევენცია ხდება იმ დაავადებებისგან, რომლებიც ემორჩილებიან ვაქცინებით მართვას. საქართველოს ვაქცინაციის კალენდარი დღეს იგივეა, რაც ევროკავშირის ქვეყნების კალენდარი. ჩვენ დღეს ვცრით 12 ინფექციის საწინააღმდეგოდ ბავშვებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

"რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციას, ან ჭიაბერაშვილს არ მოსწონს რამე,მისი მოსაწონი შეუძლებელია რომ გავაკეთო, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე მექნება საშუალება, საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე",-აღნიშნა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო: ჭიაბერაშვილის მოსაწონი შეუძლებელია, გავაკეთო

ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში უსმენენ. დავით სერგეენკო კანონმდებლებს  სამინისტროს 2017 წლის შესრულებული საქმიანობის ანგარიშის და 2018 …