მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » აუტიზმის ქვეპროგრამაში ცვლილებები განხორციელდება
თბილისის მერიამ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილებები შეიტანა.

აუტიზმის ქვეპროგრამაში ცვლილებები განხორციელდება

თბილისის მერიამ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილებები შეიტანა.

ცვლილებების პროექტი უახლოეს დღეებში დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება განსახილველად.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი ცვლილებების შესაბამისად, ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება ექნებათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0; F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს.

ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველები, თბილისის მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე, ბოლო 1 წლის განმავლობაში და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი, მათ შორის არიან ის პირები, რომლებსაც თბილისში 1 წლიან რეგისტრაციაში მისამართის შეცვლის გამო უფიქსირდებათ წყვეტა; პირები, რომლებიც 2015 წლის 1 ივლისის შემდეგ დაიბადნენ და რომლებსაც ქვეპროგრამაში ჩართვის დროისთვის 2 წელი შეუსრულდათ; იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი.

რაც შეეხება ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების წესს,  ქვეპროგრამის ფარგლებში 7 წლამდე ასაკის მოსარგებლისთვის დაფინანსდება კომპლექსური თერაპიის 20 (მინიმუმ ერთსაათიანი) სეანსი, ხოლო 7 წლის და ზემოთ ასაკის მოსარგებლისთვის – 15 სეანსი. 7 წლამდე ასაკის მოსარგებლისათვის  ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 420 ლარს, ხოლო 7 წლის და ზემოთ ასაკის მოსარგებლისათვის – 315 ლარს

tbilisi.gov.ge

იხილეთ ასევე

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, დაბა მესტიაში და ჭუბერში მოსახლეობას C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი ჩაუტარდება

დაბა მესტიაში და ჭუბერში მოსახლეობას C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი ჩაუტარდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 2017 …