მთავარი » შრომა » ავით სერგეენკომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა.

ავით სერგეენკომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა

იმ კომპანიებს, რომლებიც განსაკუთარებით მავნე და საშიში პირობების მქონე საწამოების ჩამონათვალში მოხვდებიან, გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ შესაბამისი რეგისტრაცია გაიარონ, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი თავისი შინაარსით მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს.

„ეს არის პირველ რიგში, გავრცელების არეალი. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, პირველ ეტაპზე გავრცელდება მაღალი რისკის და განსაკუთრებით მავნე გარემო პირობების მქონე საწარმოებზე. კანონპროექტის მთლიანი სტრუქტურა გამოიხატება რამდენიმე საკვანძო საკითხში – პირველი არის ის, რომ მთავრობა არსებული დოკუმენტის – საწარმოებისა და ინდუსტრიების ჩამონათვალის განახლებას გააკეთებს, რომელიც დაექვემდებარება ამ დეფინიციას – „განსაკუთარებით მავნე და საშიში პირობები“.

იმ კომპანიებს, იმ საწარმოებს, რომლებიც მოხვდებიან ამ ჩამონათვალში გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ შესაბამისი რეგისტრაცია გაიარონ. შემდეგი უკვე ეხება საკუთრივ კომპანიაში სამუშაო პირობების პოტენციური რისკების მინიმუმამდე ჩამოყვანას, რაც შეგვიძლია ავსახოთ რამდენიმე მიმართულებაში.

დამსაქმებელს უჩნდება ვალდებულება გარკვეული პროტოკოლის მიხედვით, რომ ჰყავდეს სპეციალისტი, რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებში კომპეტენტური იქნება და ადგილზე კომპანიის დონეზე დადგენილი წესითა და პროტოკოლით განახორციელებს ამ ზედამხედველობას და მართვას. ეს დაიწყება იმით, რომ დასაქმებული პირველ ეტაპზე, მიიღებს ძალიან დაზუსტებულ ინფორმაციას საწარმოს სპეციფიური უბნებისა და არეალის შესახებ.

ასევე ჩნდება ვალდებულება, რომ ასეთ საწარმოებში აუცილებლად იყოს ის მინიმალური ჩამონათვალი პერსონალური დამცავი აღჭურვილობის და კოლექტიური დამცავი აღჭურვილობის, რაც უზრუნველყოფს პოტენციური საფრთხეების მინიმუმამდე შემცირებას. ისეთ შემთხვევაში თუ ამა თუ იმ კომპანიას შესაბამისი სპეციალისტი არ ეყოლება, მათ ეძლევათ როგორც უფლება, ასევე ვალდებულება, ვიდრე ასეთ სპეციალისტს ვიდრე მოამზადებენ, იქირაონ სხვა კომპანიებიდან და ამისი რესურსი არსებობს“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, განისაზღვრა და მოწესრიგდა გეგმური და არაგეგმური შემოწმებების გრაფიკი, რომელსაც შრომის ინსპექცია განახორციელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გეგმური შემოწმების გრაფიკში შრომის ინსპექციას შეეძლება საწარმოში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდეს. ხოლო განსაკუთარებულ შემთხვევებში, როდესაც იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ საწარმოში არის მაღალი რისკები, შრომის ინსპექციას შეეძლება არაგეგმურად შევიდეს.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობა წელიწადნახევრის წინ დაიწყო. „მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედება უნდა მომხდარიყო 2018 წელს, ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ კანონი 2018 წლის ნაცვლად პარლამენტში 2017 წელს ყოფილიყო წარდგენილი“, – განაცხადა სერგეენკომ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

"ქვეყანაში არ არსებობს შრომითი დავების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის მექანიზმი" - დღეს მოშიმშილე რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

დღეს მოშიმშილე რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით დღეს, 18 საათზე, რკინიგზის დეპარტამენტთან, მოშიმშილე რკინიგზელების მხარდამჭერი …