მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ბავშვებში მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა დიაგნოსტიკის მიზნით, რუსთავში, სამედიცინო აქცია გაიმართა
ბავშვებში მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა დიაგნოსტიკის მიზნით, რუსთავში, სამედიცინო აქცია გაიმართა

ბავშვებში მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა დიაგნოსტიკის მიზნით, რუსთავში, სამედიცინო აქცია გაიმართა

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ინიციატივით, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებში, მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა აღმოჩენისა და დიაგნოსტიკის მიზნით, სამედიცინო აქცია გაიმართა.

რუსთავის #31 ბაგა-ბაღში, მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედის“ ლოგოპედებმა, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებსა და საჯარო სკოლების უმცროსკლასელებს, მეტყველების დარღვევის აღმოჩენის მიზნით, დიაგნოსტიკა სრულიად უფასოდ ჩაუტარეს. აქციის მიმდინარეობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრო.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ადრეულ ასაკში მეტყვენების შეფერხების პრობლემის დროულად აღმოფხვრა ძალზედ მნიშვნელოვანია და სწორედ ამ მიზნით, მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ მსგავსი აქციები სისტემატურად გამართოს.

,,პირველ რიგში მადლობა ,,ლოგომედს“, რომელმაც ეს საქველმოქმედო აქცია განახორციელა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. აქცია ეხება სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებში მეტყველების დარღვევის გამოვლენასა და ადრეულ ასაკში პრევენციას. ეს აქცია ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც წესი, სპეციალისტების დახმარების გარეშე, ვერ ხერხდება ხოლმე მიგნება იმ დარღვევებისა, რომლებმაც შეიძლება ბავშვის განვითარებას ხელი შეუშალოს. ჩემი სურვილი იქნება მეტი ჩართულობა იყოს ამ მხრივ, როგორც საზოგადოების, ისე იმ დაწესებულებების მხრიდან, რომლებიც გადაწყვეტენ მსგავსი აქცია გამართონ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

კლინიკა ჰელსიკორიში მორიგი სიახლეა. მოციმციმე არითმიის მკურნალობა ინოვაციური მეთოდით, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე უკვე აპრობირებული მეთოდები.

კლინიკა ჰელსიკორიში მორიგი სიახლეა

კლინიკა ჰელსიკორიში მორიგი სიახლეა. მოციმციმე არითმიის მკურნალობა ინოვაციური მეთოდით, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე უკვე …