მთავარი » სოციალური » “ბედნიერი სახლის” მშენებლობა იწყება
ბედნიერი სახლი ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ სარეაბილიტაციო მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ

“ბედნიერი სახლის” მშენებლობა იწყება

დღეს სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა პირველ სარეაბილიტაციო-სასტუმრო ცენტრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო,დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სოციალური პროექტის ინიციატორი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდია. ბავშვთა რეაბილიტაცია გულისხმობს სოლიდური სიმსივნის დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. რეაბილიტაცია მოიცავს , როგორც გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას,ასევე ბავშვისა და ოჯახისთვის ფსიქოლოგიურ მხარდაჭრას.

„ბედნიერი სახლი“ სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: ერთდროულად 20 ბავშვს და მშობელს 24 საათიან მომსახურებას გაუწევს,დღის ცენტრში 50 ბავშვი და მშობელი დღის განმავლობაში საჭირო მომსახურებას მიიღებენ, სასწავლო-სარეაბილიტაციო სახელოსნოებში სწავლა და შრომა კი საწინდარია იმისა, რომ სოციალურად დაუცველი მშობლები დასაქმდნენ, გამოჯანმრთელებული ბავშვები კი შეიძენენ დამატებით უნარებს.

„ბედნიერი სახლის“ მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ სარეაბილიტაციო მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ. #ჯანდაცვა2017

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ექიმი ნინა ბენდუქიძე ლეიკემიით დაავადებული ქართველი ბავშვების დასახმარებლად თბილისში თანამედროვე სამედიცინო აპარატურას აგზავნის.

ქართველი ემიგრანტი ოჯახი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარება

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ექიმი ნინა ბენდუქიძე ლეიკემიით დაავადებული ქართველი ბავშვების დასახმარებლად თბილისში თანამედროვე სამედიცინო …