მთავარი » ჯანდაცვა » “ჩემი შვილებიც და ამირან გამყრელიძის შვილიშვილებიც აცრილები არიან ამ ვაქცინებით” – თემურ მიქელაძე იმუნიზაციის პროგრამაზე
ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე ამ თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს აცრების ეროვნული კალენდარი მსგავსია ევროპის ქვეყნებისა.

“ჩემი შვილებიც და ამირან გამყრელიძის შვილიშვილებიც აცრილები არიან ამ ვაქცინებით” – თემურ მიქელაძე იმუნიზაციის პროგრამაზე

იმუნიზაციის პროგრამით სახელმწიფო აუდიტის დაინტერესებამ მშობელთა აუდიტორია განსაკუთრებით ააღელვა.

ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე ამ თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს აცრების ეროვნული კალენდარი მსგავსია ევროპის ქვეყნებისა.

“საქართველოში იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში ვიყენებთ ფრანგული და ბელგიური წარმოების მაღალხარისხიან ვაქცინებს. ვაქცინაცია სავალდებულოა და ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ღონისძიებებს პრაქტიკულად ასრულებენ სამშობიარო სახლები,ბავშვთა პოლიკლინიკები და ამბულატორიები. მათ ზედამხედველობას უწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.(NCDC). ვაქცინაციის მეშვეობით იმუნური ზედამხედველობის ფუნქცია უზრუნველყოფს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნების დაცვას, რომელიც ზოგადბიოლოგიური კანონის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

ინფექციურ დაავადებათა პრევენციისათვის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს მათთვის დამახასიათებელი პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი ,რომელიც მუდმივად გადაიხედება არსებული ეპიდემიური სიტუაციისა და ახალი ვაქცინების დანერგვის გათვალისწინებით. ჩვენი ეროვნული კალენდარი მსგავსია ევროპის ქვეყნების და ზოგიერთ მათგანს უსწრებს კიდეც. დღეს გაკეთდა საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბავშვთა ჯანმრთელობას.

P.S ჩემი შვილებიც და ბ-ნ ამირან გამყრელიძის შვილიშვილებიც აცრილები არიან ამ ვაქცინებით.” – წერს თემურ მიქელაძე

mshoblebi.ge

იხილეთ ასევე

"რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციას, ან ჭიაბერაშვილს არ მოსწონს რამე,მისი მოსაწონი შეუძლებელია რომ გავაკეთო, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე მექნება საშუალება, საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე",-აღნიშნა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო: ჭიაბერაშვილის მოსაწონი შეუძლებელია, გავაკეთო

ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში უსმენენ. დავით სერგეენკო კანონმდებლებს  სამინისტროს 2017 წლის შესრულებული საქმიანობის ანგარიშის და 2018 …