მთავარი » ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

„ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია“  არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად. ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციის  მიზნებია ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და რეფორმებში სამოქალაქო და პროფესიული ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა, ასევე სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება;  ჟურნალისტთა ასოციაციის მნიშვნელოვანი საქმიანობა იქნება ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი საქმიანობის ხელშეწყობა. ასოციაცია საქმიანობა მოიცავს აქტიურ მონაწილეობას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების განხილვასა და შეფასებაში. ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის დამოუკიდებელი კვლევების განხორციელება,  დასკვნების, პროექტების, ანგარიშების წარმოდგენა, ასევე სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო დაიჯესტების გამოცემა. კონფერენციების, სემინარების, ტრენინგებისა და მრგვალი მაგიდების ჩატარებით ჟურნალისტთა მედიცინის ასოციაცია ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ ჯგუფებთან და გაერთიანებებთან თანამშრომლობას.