მთავარი » ჯანდაცვა » პარლამენტი » ჩვენი სამიზნეა, რომ ყოველწლიურად თითო პროცენტით შევამციროთ ქვეყანაში თამბაქოს მწეველთა რიცხვი
ამირან გამყრელიძე - ჩვენი სამიზნეა, რომ ყოველწლიურად, 2030 წლამდე, თითო პროცენტით შევამციროთ ქვეყანაში თამბაქოს მწეველთა რიცხვი

ჩვენი სამიზნეა, რომ ყოველწლიურად თითო პროცენტით შევამციროთ ქვეყანაში თამბაქოს მწეველთა რიცხვი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტს მხარს უჭერს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული კანონპროექტების პირველი ვერსია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, 2013-2014 წლებში არის შემუშავებული.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ და ყველა ფორმით ვმონაწილეობთ, რომ დროულად იყოს აღნიშნული კანონპროექტები პარლამენტის მიერ დამტკიცებული. დღეს ასევე ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებისადმი მიმართვა თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით. იქ არის სიტუაციური ანალიზი და ჩვენი პოზიცია. სრულად მხარს ვუჭერთ ამ კანონთა პაკეტის მიღებას.

ჩვენ ველით და ჩვენი სამიზნეა, რომ ყოველწლიურად, 2030 წლამდე, თითო პროცენტით შევამციროთ ქვეყანაში თამბაქოს მწეველთა რიცხვი. ეს საკმაოდ სერიოზული მიღწევა იქნება. ეს ხელს შეუწყობს ისეთი დაავადებების შემცირებას, შეჩერებას, როგორიც არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, დიაბეტი და სხვა მრავალი ქრონიკული დაავადება. ბოლო მონაცემებით, მწეველთა საშუალო მაჩვენებელი 31%-ია, მამაკაცების 57%, ქალების – 7% მწეველია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება შენიშვნებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტში წარდგენილი და პირველი მოსმენით განხილული კანონმდებლობა სტრატეგიასა და მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმას შეესაბამება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, როგორც კანონმდებლობის ერთ-ერთი თანაავტორი კანონპროექტის არსებული სახით დამტკიცებას მხარს უჭერს.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ”თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი.

კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე. ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაციის სხვა ფორმები, თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება, თამბაქოს რეალიზაცია გზის სავალ ნაწილზე – ე.წ. დრაივი.

ცვლილების მიხედვით, თამბაქოს კოლოფებზე გაიზრდება სამედიცინო გაფრთხილების ზომა და დატანილი იქნება პიქტოგრამებიც. ასევე, დარეგულირდება ელექტრონული სიგარეტის საკითხი.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

British American Tobacco -მ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსიტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

British American Tobacco -მ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსიტიტუციო სასამართლოში იჩივლა

British American Tobacco -მ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსიტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. კომპანია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, “თამბაქოს …