მთავარი » რეფორმები » საყოველთაო ჯანდაცვა » ცვლილებები გამოწვევებს ნამდვილად არ პასუხობს – ენმ ჯანდაცვის ახალ მოდელზე
წარმოდგენილი ცვლილებები ამ გამოწვევებს ნამდვილად არ პასუხობს. სავარაუდოდ, აღნიშნული გააძვირებს კერძო სადაზღვეო კომპანიების პაკეტებს.

ცვლილებები გამოწვევებს ნამდვილად არ პასუხობს – ენმ ჯანდაცვის ახალ მოდელზე

ოპოზიცია საყოველთაო ჯანდაცვის ახალ მოდელს სკეპტიკურად უყურებს.

მათი შეფასებით, ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

„წარმოდგენილი ცვლილებები ამ გამოწვევებს ნამდვილად არ პასუხობს. სავარაუდოდ, აღნიშნული გააძვირებს კერძო სადაზღვეო კომპანიების პაკეტებს, რაც ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება რთული“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა.

მოქალაქეები, რომელთა შემოსავალიც წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებენ.

დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საყოველთაო დაზღვევა იქნება დიფერენცირებული და ის ექვს სხვადასხვა კატეგორიაზე გადანაწილდება. 

newposts.ge

იხილეთ ასევე

საყოველთაო ჯანდაცვას აქვს თავისი დადებითი მხარეები: მოცვის გაფართოება, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგების კვლევა

საყოველთაო ჯანდაცვას აქვს თავისი დადებითი მხარეები: მოცვის გაფართოება, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომლის მტკიცებულებაა ჯანდაცვის მთლიან …