მთავარი » ჯანდაცვა » დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს: "თუ ადამიანი თავს შეუძლოდ იგრძნობს, ექნება თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი, თავის ტკივილი, სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს გრილ ადგილას".

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს: “თუ ადამიანი თავს შეუძლოდ იგრძნობს, ექნება თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი, თავის ტკივილი, სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს გრილ ადგილას”.

“თუ ადამიანი თავს შეუძლოდ იგრძნობს, ექნება თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი, თავის ტკივილი, სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს გრილ ადგილას, გაიზომოს სხულის ტემპერატურა, მიიღოს წყალი ან ხილის ნატურალური წვენი. თუ აღენიშნება კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში, მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ სიმპტომები ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება. თუ კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს, გონება დაკარგა, საჭიროა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება ან ოჯახის ექიმთან დაკავშირება”, – ნათქვამია განცხადებაში.

“სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილზე, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი; ტანი დაუზილეთ 25-30C-ის ტემპერატურის წყლით; გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონებადაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32C-ს, ღამით – 24C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების და 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ”, – აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

pia.ge

იხილეთ ასევე

დოკუმენტი წამლის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას, სისტემაში არსებული გამოცდილების გაზიარებასა და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.

წამლის ხარისხის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

წამლის ხარისხის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მედიცინისა და ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს …