მთავარი » შრომა » დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებულისთვის სავალდებულო იქნება
დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებულისთვის სავალდებულო იქნება, ვისაც 40 წელი კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა - ნებაყოფლობითი.

დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებულისთვის სავალდებულო იქნება

დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებულისთვის სავალდებულო იქნება, ვისაც 40 წელი კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა – ნებაყოფლობითი.

თვითდასაქმებულები სისტემაში ნებაყოფლობით, ასაკის მიუხედავად ჩაერთვებიან.

დაგროვებითი პენსია არ გულისხმობს არსებული საპენსიო ბაზის გაუქმებას.

დღეს კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

დასაქმებული ვალდებული იქნება, განახორციელოს შენატანი. დასაქმებული შეიტანს დაუბეგრავი მოცულობის 2 %-ს, თვითდასაქმებული – შემოსავლის 4 %-ს. სახელმწიფო გადარიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2 %-ს. მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის დაუგროვდება დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად დაერიცხება. მოხდება დაგროვილი თანხის ინვესტირება და დაერიცხება საინვესტიციო შემოსავალი, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით. კანონპროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება. კანონი 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

რეფორმა ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა. ჩართული იყვნენ დონორები.

info9.ge

იხილეთ ასევე

შრომის ახალი კანონის ამოცანაა, რომ დაზიანების პრევენცია მოხდეს და არა პოსტფაქტუმ მკურნალობა, - ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

შრომის ახალი კანონის ამოცანაა, რომ დაზიანების პრევენცია მოხდეს და არა პოსტფაქტუმ მკურნალობა

შრომის ახალი კანონის ამოცანაა, რომ დაზიანების პრევენცია მოხდეს და არა პოსტფაქტუმ მკურნალობა, – ამის შესახებ …