მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » დავით სერგეენკო C ჰეპატიტის პროგრამაზე: პროექტის მიმდინარეობის შეფასება ძალიან კარგია
წინასწარი კონსულტაციებით, პროექტის მიმდინარეობის შეფასება არის ძალიან კარგი დაუფრო მეტიც, ჩვენ გვექნება მოკლე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე.

დავით სერგეენკო C ჰეპატიტის პროგრამაზე: პროექტის მიმდინარეობის შეფასება ძალიან კარგია

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის პროგრამის შეფასებისას განაცხადა, რომ მეოთხე სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შეფასდება პროექტის ეფექტურობა, მიღწევები, გამოწვევები და საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ტაქტიკური ცვლილებები.

„წინასწარი კონსულტაციებით, პროექტის მიმდინარეობის შეფასება არის ძალიან კარგი დაუფრო მეტიც, ჩვენ გვექნება მოკლე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე.

ეს არის C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტის მეოთხე სამუშაო შეხვედრა. მოგეხსენებათ, პროექტის დაწყებიდან პერიოდულად იმართება ასეთი შეხვედრები და ამ სამუშაოშეხვედრის ამოცანაა, ჩვენი უცხოელი ექსპერტების მიერ მოხდეს შეფასება პროექტისეფექტურობის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. ასევე, დაიგეგმოს, ახალიტაქტიკური ცვლილებები, თუკი ასეთი საჭირო იქნება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მხარდაჭერით C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აშშ-ის ელჩმა და საელჩოს წარმომადგენლებმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, ადგილობრივი ექსპერტები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კლინიცისტები, საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, „გილეადისა” და სხვა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები.

საქართველოში უკვე ორი წელია მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამა – C ჰეპატიტის ელიმინაცია. ამ საკითხთან მიმართებაში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

C ჰეპატიტის პროგრამის შეწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საზოგადოებაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით …