მთავარი » ჯანდაცვა » დავით სერგეენკო: ჭიაბერაშვილის მოსაწონი შეუძლებელია, გავაკეთო
"რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციას, ან ჭიაბერაშვილს არ მოსწონს რამე,მისი მოსაწონი შეუძლებელია რომ გავაკეთო, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე მექნება საშუალება, საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე",-აღნიშნა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო: ჭიაბერაშვილის მოსაწონი შეუძლებელია, გავაკეთო

ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში უსმენენ. დავით სერგეენკო კანონმდებლებს  სამინისტროს 2017 წლის შესრულებული საქმიანობის ანგარიშის და 2018 წლის განმავლობაში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აცნობს.

შეხვედრის დაწყებამდე სერგეენკომ მედიასთან კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის  პროგრამით, 2017 წელს  200 000-ის ნაცვლად, მხოლოდ 13 000-მა ადამიანმა ისარგებლა.

სერგეენკოს შეფასებით, სახეზეა ციფრებით მანიპულირება. მინისტრის განმარტებით, მედიკამენტების პროგრამამ უამრავ ადამიანს შვება მოუტანა.

“სადაზღვევო კომპანიები ასეთ პროგრამასთან არავითარ კავშირში არ არიან.ეს არის სახელმწიფო პროგრამა. არ მომისმენია; 200 000 და 13 000 ციფრებით მანიპულირებაა. ათასობით ადამიანმა შვება მიიღო ამ პროგრამით და ეს პროგრამა კიდევ გაფართოვდება”,- განაცხადა სერგეენკომ და აქვე დასძინა, რომ ოპოზიციის და კონკრეტულად ჭიაბერაშვილის მოსაწონი შეუძლებელია, რამე გააკეთოს.

“რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციას, ან ჭიაბერაშვილს არ მოსწონს რამე,მისი მოსაწონი შეუძლებელია რომ გავაკეთო, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე მექნება საშუალება, საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე”,-აღნიშნა სერგეენკომ.

მან ასევე ჯანდაცვის სისტემაში 2018 წლის  პრიორიტეტებიც გამოყო.

“პირველი პრიორიტეტი იქნება მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომელზეც აუცილებლად იქნება შეჭიდული პირველადი ჯანდაცვის განვითარება. ასევე მედიკამენტების ხარისხის  ახალი  სისტემების იმპლემენტაცია”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

epn.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვაში კარდინალურად არაფერია შესაცვლელი.

სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვაში კარდინალურად არაფერია შესაცვლელი. “ცალსახად გიდასტურებთ, რომ ეს არის …