მთავარი » ინტერვიუ » დავით სერგეენკო მარიხუანაზე: ყველაფერი წამალია და ყველაფერი საწამლავია
"ყველაფერი წამალია და ყველაფერი საწამლავია", რაოდენობა გადააქცევს ერთად და მეორედ. ეს არის ოქროს მოცემულობა, ყველაფერზე ასეა.

დავით სერგეენკო მარიხუანაზე: ყველაფერი წამალია და ყველაფერი საწამლავია

აქვს თუ არა მარიხუანას სამკურნალო თვისებები? რამდენად მყარია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეთა არგუმენტები მისი, როგორც სამკურნალო მედიკამენეტის გამოყენებაზე?

ამ კითხვით “აიპრესმა” ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს მიმართა. ვრცელ ინტერვიუს დავით სერგეენკოსთან ხვალ შემოგთავაზებთ.

ბატონო დავით,  იქნებ განგვიმარტოთ და დავუსვათ წერტილი დისკუსიას თემაზე, არის თუ არა მარიხუანა სამკურნალო თვისებების მქონე და უნდა იყიდებოდეს თუ არა აფთიაქებში, როგორც მედიკამენეტი? 

დასაწყისშივე მინდა ვთქვა, რომ  არის ასეთი სამეცნიერო ფრაზა და არა მარტო სამეცნიერო, თან არ მინდა ჩამომერთვას საკითხის თავიდან აცილებად და უტილიზაციად: “ყველაფერი წამალია და ყველაფერი საწამლავია”, რაოდენობა გადააქცევს ერთად და მეორედ. ეს არის ოქროს მოცემულობა, ყველაფერზე ასეა.

ნებისმიერ ნივთიერებას, მათ შორის მარიხუანას, შეიძლება ჰქონდეს გარკვეული დადებითი თვისებები, მაგრამ უნდა მოხდეს იმის აწონ დაწონვა რამდენი უარყოფითი თვისება აქვს . მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებების დროს, ქიმიოთერაპიის ფონზე, არის  ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა, რომლის მედიკამენტით მართვა ძალიან ჭირს, საუბარია გულის რევაზე, ღებინებაზე, ზოგ შემთხვევაში, მარიხუანას გამოყენებას ნამდვილად აქვს დადებითი მხარე.

ასე რომ ჩამოვთვალოთ, კოკაინის მოხმარებასაც შეიძლება ბევრი დადებითი მხარე ჰქონდეს. ჯამში, ბალანსით ეს ვერ განიხილება იგივე რანგის სამკურნალო საშუალებად როგორიც მედიკამენტებია. თუკი მოხდება მისი საერთოდ დელიბერალიზაცია, მისი უარყოფითი შედეგი და ეს თითქმის ყველა ქვეყნის გამოცდილებით ასეა, ბევრად უფრო ცუდია, ვიდრე  დადებითი.

აქტუალურია, რომ გაიმიჯნოს მოხმარება, გავრცელება, კულტივაცია და მოყვანა. სხვათა შორის, მოყვანაზე საერთაშორისო კონვენციაა, რომელიც ყველა კონვენციის მონაწილე ქვეყანას ავალდებულებს, რომ სიტუცია იყოს კრიმინალიზირებული.” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

"ბევრი დედა იქცევა ასე და სამწუხაროდ, ეს სწორი ჰგონია" -თემურ მიქელაძის, წლის პედიატრის რჩევები დედებს.

წლის პედიატრის რჩევები დედებს

ახლახანს ცნობილი პოედიატრი თემურ მიქელაძე წლის პედიატრად დაასხელეს. ვფიქრობთ, მშობლებისთვის საინტერესო იქნება მისგან მოწოდებული რჩევები. …