მთავარი » დაზღვევა » დავით სერგეენკო სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ბენეფიციართა გამიჯნვა მოხდა შემოსავლის მიხედვით, რაც მათ კომპანიებზე დადებითად აისახება.

დავით სერგეენკო სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და ათამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.

მინისტრის განცხადებით სადაზღვევო ინდუსტრიასთან კომუნიკაცია ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი სტაბილურობა სამინისტროს ინტერესებშიც შედის.

„ამ წლების განმავლობაში მრავალ საკითხზე გვქონდა მსჯელობა როგორც ტაქტიკური, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დაზუსტება განხორციელდა, რამაც სრულიად ახალი სურათი დაგვანახა და გამოვლინდა საჭიროება, რომ ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულად გადაგეგმარდეს ახალი გამოწვევების და ახალი რეალობის პასუხად“ სადაზღვევო ინდუსტრიამ პროგრამში დაგეგმილ ცვლილებების შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღების მზადყოფნა გამოხატა.

როგორც კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს პროგრამაში შემავალ ცვლილებებთან შენიშვნები არ აქვთ, დასაზუსტებელია მხოლოდ ტექნიკური დეტალები, რასაც სამუშაო ფორმატში განიხილავენ.

სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ბენეფიციართა გამიჯნვა მოხდა შემოსავლის მიხედვით, რაც მათ კომპანიებზე დადებითად აისახება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები არსებული კერძო სამედიცინო პაკეტების გაძვირების მიზეზი არ გახდება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შემავალ ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძალაში მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

სადაზღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვაში დაგეგმილ ცვლილებებს ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს.

სადაზღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვაში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს – გაძვირდება თუ არა კერძო დაზღვევა?

სადაზღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვაში დაგეგმილ ცვლილებებს ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს. ყველაზე მეტად სადაზღვევო კომპანიებს მოსწონთ ის, …