მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » დავით სერგეენკოს გამოსვლა ჯანმოს 142-ე სესიაზე
დავით სერგეენკო, როგორც ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს არჩეული წევრი, უფლებამოსილების განხორციელებას 2017 წელს შეუდგა.

დავით სერგეენკოს გამოსვლა ჯანმოს 142-ე სესიაზე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მონაწილეობას იღებს ქ. ჟენევაში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში მიმდინარე აღმასრულებელი საბჭოს 142-ე სესიის მუშაობაში.

საბჭო განიხილავს სამუშაო პროგრამით განსაზღვრულ საკითხებს, მათ შორის, ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავებულ 2019-2023 წლების სამუშაო პროექტს.

სესიის პირველ სამუშაო დღეს, დავით სერგეენკომ აღმასრულებელი საბჭოს წევრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის ახლადარჩეულ დირექტორთან, დოქტორ ტედროს გებრიესუსთან გამართულ ინტერაქციულ დიალოგში. მინისტრმა თავის სიტყვაში ყურადღება მიაპყრო საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმისთვის, რამდენადაც იგი წარმოადგენს არა ფუფუნების საშუალებას, არამედ პირდაპირ ინვესტიციას ქვეყნების ეკონომიკისა და უსაფრთხო მსოფლიოსათვის. მინდა ვთხოვო ჩემს კოლეგებს, რომ აღნიშნული სკითხის ხელშეწყობა ჩვენს ვალდებულებად ვაქციოთ და ნებისმიერი პლატფორმიდან დაუღალავად ვიმუშაოთ, იქნება ეს მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა, ტექნიკური თუ პირდაპირი კომუნიკაცია. დამეთანხმებით, რომ ჯანდაცვაში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა მნიშვენლოვანია და გლობალური ჯანმრთელობის მთავარი ნაწილია. აქედან გამომდინარე, უნდა განვამტკიცოთ კონცეფცია, რომ ჯანდაცვაზე მიწვდომადობა არ არის პრივილეგია, არამედ იგი ადამიანის უფლებაა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ პოლიტიკური პლატფორმის შექმნისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს, აღვნიშნოთ ჯანდაცვის საყოველთაო მიწვდომადობის მნიშვნელობა და შევძლოთ მისი ხელშეწყობა.“

მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს სესიის ფარგლებში ორგანიზებულ სხვა ღონისძიებებში.

სესია, დღის წესრიგის თანახმად, ექვსდღიანია და 27 იანვარს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, როგორც ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს არჩეული წევრი, უფლებამოსილების განხორციელებას 2017 წელს შეუდგა. აღნიშნული საბჭო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მმართველი ორგანოა და ის 34 წევრი სახელმწიფოსგან შედგება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოში სიკვდილიანობა შემცირებულია, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი - მომატებული.

საქართველოში სიკვდილიანობა შემცირდა, სიცოცხლის ხანგრძლივობამ კი მოიმატა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოში სიკვდილიანობა შემცირებულია, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი – მომატებული. ამის შესახებ …