მთავარი » შრომა » დავით სერგეენკოს განცხადება, უმუშევრობის კომპენსაციასთან დაკავშირებით
დავით სერგეენკოს განცხადებით, უმუშევრობის კომპენსაციასთან დაკავშირებით „უნდა იყოს მიღებული ისეთ მოდელი, რომელიც იქნება ოპტიმალური და რეალისტური".

დავით სერგეენკოს განცხადება, უმუშევრობის კომპენსაციასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, უმუშევრობის კომპენსაციასთან დაკავშირებით „უნდა იყოს მიღებული ისეთ მოდელი, რომელიც იქნება ოპტიმალური და რეალისტური”.

ამის შესახებ სერგეენკომ “საქმის კურსის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა უმუშევრებისთვის კომპენსაციების დაწესებაზე პროფკავშირებთან ერთად.

“საქმე ისაა, რომ ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზეც მსჯელობა და კონსულტაცია უნდა გაგრძელდეს. ეს არ არის ჯადოსნური გასაღები, სხვადასხვა ქვეყანას  სხვადასხვა გამოცდილება აქვს ამ მხრივ. უნდა იყოს მიღებული ისეთი მოდელი, რომელიც იქნება ოპტიმალური და რეალისტური“,-განაცხადა სერგეენკომ.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა კონსულტაციებს ამ მიმართულებით, მინისტრი აცხადებს, რომ „ამაზე მუშაობა და მსჯელობა რაც სამინისტროშია სულ მიმდინარეობს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. როგორც პროფკავშირები ამ დღეს ტრადიციულად საპროტესტო აქციით აღნიშნავენ.

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან …