მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » დღეს ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი გაიმართება
ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი მათი ცენტრის, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ტარდება და საქართველო-გერმანიის საიუბილეო წლისადმია მიძღვნილი.

დღეს ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი გაიმართება

სასტუმრო „Holiday Inn“-ში დღეს ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი მათი ცენტრის, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ტარდება და საქართველო-გერმანიის საიუბილეო წლისადმია მიძღვნილი.

სიმპოზიუმში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობას მიიღებენ. ასევე, გერმანიის ელჩი საქართველოში, გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ), საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლები და ექსპერტები ბიოუსაფრთხოების დარგში.

სიმპოზიუმი ქართულ–გერმანული ერთობლივი პროექტის ფარგლებში ტარდება. ერთობლივი პროექტი 2014 წლიდან ხორციელდება და წარმოადგენს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ბიოლოგიური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გერმანიის პარტნიორული პროგრამის“ ნაწილს. პროექტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისა და გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის მიერ ხორციელდება.

ფოკუსირდება ისეთ ასპექტებზე, როგორებიცაა: ბიოუსაფრთხოება და ბიოდაცვა, ცნობიერების ამაღლება ბიოუსაფრთხოების საკითხებზე, ჯანმრთელობის მართვის ქსელის შექმნა და ზედამხედველობა, პათოგენთა დეტექცია და დიაგნოსტიკა. სიმპოზიუმი 20 ოქტომბერს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაგრძელდება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული ტაქიარითმიების მართვაში

თბილისში ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა

თბილისში ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა  თანამედროვე  და  სამომავლო ტექნოლოგიები  რთული ტაქიარითმიების  მართვაში  …