მთავარი » რეფორმები » საყოველთაო ჯანდაცვა » დიფერენცირებული პაკეტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში
დღეიდან ძალაში შევიდა რეფორმების რიგით მე-3 მნიშვნელოვანი ეტაპი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა იყოს სწორად ინფორმირებული.

დიფერენცირებული პაკეტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა.

„დღეიდან ძალაში შევიდა რეფორმების რიგით მე-3 მნიშვნელოვანი ეტაპი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა იყოს სწორად ინფორმირებული“.

ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ვრცლად ისაუბრა პროგრამაში შემავალ ცვლილებებზე და ის საინფორმაციო წყაროები დაასახელა, საიდანაც მოსახლეობა ყველა, მათთვის საინტერესო კითხვაზე პასუხს მიიღებს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს-1505 და მთელი საქართველოს მასშტაბით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომსახურების ცენტრებს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ცვლილებები, ჯუფები და დაფინანსები პირობები:

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება აქვთ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.

გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტი ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.

დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე, თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, პედაგოგებსა და შშმ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩინდათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება საყოველაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით.

პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს უფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩა ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების (მაგ: C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვისა და ა.შ) მოსარგებლეებად. ზაფხულიდან კი პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. #ჯანდაცვა2017

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემებით და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები ამოქმედა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები ამოქმედა ►სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა …