მთავარი » სოციალური » ერთად შევკრათ სიკეთის წრე!
"ანი ბავშვებისთვის" - ასე ქვია საქველმოქმედო ფონდს, რომელიც პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს ეხმარება. ერთად შევკრათ სიკეთის წრე!

ერთად შევკრათ სიკეთის წრე!

“ანი ბავშვებისთვის” – ასე ქვია საქველმოქმედო ფონდს, რომელიც პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს ეხმარება.

სწორედ, ამ საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში.  ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა.

ფონდი მატერიალურ-ფინანსურ დახმარებას უწევს ფსიქო-მოტორული, პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს, რომელთაც რეაბილიტაცია და გარემო პირობებთან მაქსიმალური ადაპტაცია სჭირდებათ.

პრეზენტაციას, ბიზნეს, სამედიცინო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მსახიობები და სხვა ცნობადი სახეები.

საქველმოქმედო ფონდი „ანი ბავშვებისთვის“ 2016 წლის ოქტომბერში დაარსდა. ფონდი ი.ციციშვილის სახ. ბავშვთა ახალი კლინიკის  ფსიქოლოგისა და child life სპეციალისტის – ანი ჩხაიძის სახელობისაა.

ანი ჩხაიძე 2016 წლის ზაფხულში, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

moh.gov.ge

იხილეთ ასევე

4 წლის ნიკოლოზ ვეშაპიძეს კარდიომოსტოპია აქვს. გული მტკივაო უთხრა მშობლებს და უცებ რეანიმაციაში გადაიყვანეს. პატარას, სასწრაფოდ გულის გადანერგვა სჭირდება. მისი მდგომარება ყოველდღიურად ძალიან მძიმდება, რადგან, რამდენიმე დღის წინ, ინსულტი დაემართა.

4 წლის ნიკოლოზ ვეშაპიძეს სასწრაფოდ გულის გადანერგვა სჭირდება

4 წლის ნიკოლოზ ვეშაპიძეს კარდიომოსტოპია აქვს. გული მტკივაო უთხრა მშობლებს და უცებ რეანიმაციაში გადაიყვანეს. პატარას, სასწრაფოდ …