მთავარი » რეფორმები » საყოველთაო ჯანდაცვა » ევექსის პოლიკლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთო
სამედიცინო კორპორაცია ევექსი ბენეფიციარებს, დაზღვევით დაუფარავ სამედიცინო სერვისებზე წლის ბოლომდე, 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

ევექსის პოლიკლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთო

“სამედიცინო კორპორაცია ევექსის” პოლიკლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთო.

კლინიკების მსხვილი ქსელის მქონე კომპანიის ცნობით, საყოველთაო ჯანდაცვის  პროგრამის ბენეფიციარებს უკვე შეუძლიათ ევექსის პოლიკლინიკებში დარეგისტრირდნენ და 70% -100% -მდე დაფინანსებით მიიღონ სხვადასხვა მომსახურება: ოჯახის ექიმისა და სპეციალისტების კონსულტაცია; ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები;

ასევე, კორპორაცია ბენეფიციარებს, დაზღვევით დაუფარავ სამედიცინო სერვისებზე წლის ბოლომდე, 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. დარეგისტრირებისას ბენეფიციარები მიიღებენ ჯიპისის ან ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელის  10 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერსაც.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია ევექსის შემდეგ პოლიკლინიკებში: საბურთალოს პოლიკლინიკა, ვაჟა-ფშაველას გამზ.40 ; ისნის პოლიკლინიკა, ქეთევან წამებულის გამზ.69; გლდანის პოლიკლინიკა, გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ; ვარკეთილის პოლიკლინიკა, ჯავახეთის ქ. 30; მთაწმინდის პოლიკლინიკა, ვ.ვეკუას ქ. 3; დიდი დიღმის პოლიკლინიკა, ი.პეტრიწის ქ.16; დიდუბის პოლიკლინიკა, აკ.წერეთლის გამზ.141ა და დიაგნოსტიკური ცენტრი, პ.ქავთარაძის ქ.23

gbc.ge

იხილეთ ასევე

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ზაზა სოფრომაძე საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების ნაწილის ამოქმედება ზაფხულიდან იგეგმება. მანამდე პროგრამის განმახორციელებელმა სოციალური მომსახურების სააგენტომ საჭირო …