მთავარი » ფარმაცევტიკა » ფალსიფიცირებული წამლებით მოტყუებული ადამიანები და წამლის შეთავაზების მეთოდები აფთიაქში
ფალსიფიცირებული წამლებით მოტყუებული ადამიანები და წამლის შეთავაზების მეთოდები აფთიაქში

ფალსიფიცირებული წამლებით მოტყუებული ადამიანები და წამლის შეთავაზების მეთოდები აფთიაქში

სპეციალისტებს მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი აქვთ.

ფაქტები, რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული წამლები იყიდება, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა უამრავი ადამიანი ჩივის, რომ მკურნალობას ხშირად არ მოაქვს შედეგი.

ჯანდაცვის რეფორმაში ქვეყანა მილიონობით ლარს ხარჯავს, მაგრამ ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით ბევრი რამ მოუგვარებელია.

ძვირადღირებულ მედიკამენტებს ისედაც ვერ ყიდულობს ხალხი. ბაზარზე მრავლად შემოდის მათი შემცვლელები, რომლებსაც ფარმაცევტები მომხმარებლებს ხშირად უნებართვოდაც სთავაზობენ, მაგრამ ასეთი წამლებით მკურნალობა არაეფექტურია.

იმის გამო, რომ წამლების ლაბორატორიული შემოწმება ძვირი ღირს, თანაც საქართველოში ასეთი ლაბორატორია (თუ არ ჩავთვლით ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების შემადგენლობაში არსებულს), არ არსებობს. ორიოდე ლაბორატორია, რომლებიც ქართული სააფთიაქო კომპანიების ქოლგის ქვეშაა, სპეციალისტების შეფასებით, მიკერძოებული სტრუქტურები არიან და მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის ნაკლებად დამაჯერებელია.

დაზარალებულები იშვიათად, მაგრამ მაინც მიმართავენ მომხმარებელთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მსგავსი საჩივრით ან განაცხადით არც ერთხელ არ მიუმართავთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის, რომელიც წამლის ხარისხზე პასუხისმგებელი ერთადერთი ოფიციალური უწყებაა ქვეყანაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “გახსოვდეს ჰიპოკრატეს” დამფუძნებელი მარინა ბერაძე აცხადებს, რომ საქართველოში წამლის გვერდითი ეფექტების მონიტორინგის სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

გარდა ამისა, მომხმარებელთა უფლებების უხეშად დარღვევაა კომპანიების აგრესიული მარკეტინგი, რეკლამები, წამლის შეთავაზების გაუმართლებელი მეთოდები და სხვა, რითაც ფარმაცევტული ინდუსტრია წამლების რეალიზაციას ცდილობს.

“დღეს აფთიაქში სუბოტექსს უფრო ადვილად მოგცემენ, ვიდრე ხარისხიან მედიკამენტს. მოქალაქეები გვთხოვენ, ვუშუამდგომლოთ, წამლების უკან დაბრუნებაში დავეხმაროთ და სხვა, მგრამ სამართლებრივად ეს შეუძლებელია. უამრავი შემთხვევაა, როცა ფარმაცევტები თვითონ ურჩევენ კლიენტებს წამლების შემცვლელებს, რისი უფლებაც მათ არ აქვთ. ჩვენ არ გვაქვს სამედიცინო განათლება, რომ ვიცოდეთ, რა სჯობს.

აყველგან აგრესიული მარკეტინგია, რომლის ხაფანგშიც მომხმარებელი ადვილად ებმევა. ამას მოწმობს წამლის რეკლამაც, რაც არ უნდა იყოს ნებადართული. არ შეიძლება, ასეთი სიხშირით მოგვდიოდეს რეკლამა, როგორც ეს დღეს ხდება. ხალხი რეკლამაში ყურმოკრულ წამალს ყიდულობს. ყოველდღიურად უამრავი ჩვენი თანამოქალქე შეცდომაში შეჰყავთ”, – აცხადებს ამირან შენგელია.

digest.pia.ge

იხილეთ ასევე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აგრძელებს შეხვედრების ციკლს ბიზნესის წარმომადგენლებთან. დღეს ჩვენ შევხვდით ფარმაცევტულ სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს.

შესყიდვების სააგენტო ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდა

 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ნანობაშვილი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებს, კერძოდ, ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლებს …