მთავარი » ფარმაცევტიკა » ფარმაცევტულ ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა არცერთ კომპანიას არ აქვს
ბაზარზე დღეს სამი მსხვილი მოთამაშე და ასეულობით წვრილი მოთამაშეა. ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა არცერთ კომპანიას არ აქვს, ჩვენი კანონმდებლობით.

ფარმაცევტულ ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა არცერთ კომპანიას არ აქვს

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური არ გამორიცხავს, რომ სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი განახორციელოს.

როგორც ხადურმა ბიზნესკონტრაქტის ეთერში განაცხადა, დღეს ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა არცერთ კომპანიას არ აქვს, რადგან ფარმაცევტული ბაზარი 3 მსხვილი და ასეულობით მცირე ზომის კომპანიით არის წარმოდგენილი.

„GPC-ის და ფარმადეპოს შერწყმის შემთხვევაში, ეს კომპანია მიუხედავად შერწყმისა ვერ გახდა ნომერ პირველი ბაზარზე. ბაზარზე დღეს სამი მსხვილი მოთამაშე და ასეულობით წვრილი მოთამაშეა. ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა არცერთ კომპანიას არ აქვს, ჩვენი კანონმდებლობით. ჩვენ მთელი ბაზარი არ შეგვისწავლია, შევისწავლეთ კონცენტრაცია და დადგინდა რომ დარღვევა არ იქნებოდა.

ფარმაცევტული საზოგადოებიდან იყო გარკვეული შიშები ამ გაერთიაეაბასთან დაკავშირბეით, მაგრამ ეს აღარაა მარეგულირებლის კომპეტენცია. საუბარია მაგალითად რომ ერთ კომპანიას უჩნდება რესურსი რომ საბანკო რესურსი უფრო მეტად გამოიყენოს, მაგრამ ეს თემა სცდება ჩვენს კომპეტენციას. მე არ გამოვრიცხავ რომ აღნიშნულ ბაზარზე განვახორციელოთ მონიტორინგი, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ შესაბამის სამსახურებთან ერთად“, – განაცხადა ხადურმა.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის კონტროლს იწყებს. სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2017 წლის პროგრამა სახელმწიფომ უკვე დაამტკიცა.

სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის კონტროლს იწყებს

სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის კონტროლს იწყებს. სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2017 წლის პროგრამა სახელმწიფომ უკვე …