მთავარი » ჯანდაცვა » გაგუას კლინიკის ახალი კორპუსი გაიხსნა
გაგუას კლინიკის ახალი კორპუსის გახსნას დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაესწრო.

გაგუას კლინიკის ახალი კორპუსი გაიხსნა

„გაგუას კლინიკის“ ახალი კორპუსის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაესწრო.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პროექტის განხორციელებაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის როლი გამოჰყო.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, გარდა იმისა, რომ მოქალაქეებს დიდი შვება მისცა, ახალი შესაძლებლობები გაუჩინა კერძო კლინიკებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში 50 ახალი კლინიკა სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გაიხსნა. ეს კლინიკა კონცეპტუალურად გამორჩეულია, რადგან დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას მთლიანად მოიცავს და შეუძლია გაუწიოს მაღალი კვალიფიკაციის მომსახურება ჩვენს მოქალაქეებს,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

„გაგუას კლინიკის“ ახალაშენებული კორპუსი 100 საწოლზეა გათვლილი და უახლესი სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი. ადგილზე ქალის, ორსულისა და ბავშვის ჯანმრთელობის მიმართულებით ყველა სამედიცინო სერვისის მიწოდება ერთ სივრცეში განხორციელდება. განახლებულ კლინიკაში სამედიცინო მომსახურების მიღებას ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი შეძლებს.

ახალ კლინიკაში სულ სამასამდე თანამშრომელი, აქედან 30-მდე მეცნიერებათა დოქტორი დასაქმდება. ამ დროისთვის „გაგუას კლინიკას“ წელიწადში 4000 მშობიარეს მიღება შეუძლია, ახალი კორპუსის მეშვეობით კი ეს მონაცემი მნიშვნელოვნად გაიზრდება. 10.000 კვ.მ ფართობის ახალაშენებული კორპუსი არქიტექტურულადაც გამორჩეულია. ის შშმ პირებზე სრულადაა ადაპტირებული. შენობა ენერგოეფექტურია და აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების სისტემით.

კლინიკური ფუნქციების გარდა, „გაგუას კლინიკას“ სასწავლო დაწესებულების დანიშნულებაც ექნება. ადგილზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ სწავლებას გაივლიან.

„გაგუას კლინიკა“ ყველა სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული. პროექტის განხორციელება საყოველთაო ჯანდაცვისა და პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამების საშულებით გახდა შესაძლებელი.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დღეს, საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება

დაავადებათა კონტროლის ცენტრში საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დღეს, საგზაო …