მთავარი » ჯანდაცვა » გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისთვის ახლა ძალიან კარგი პერიოდია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ მოცემული პერიოდი გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისთვის ძალიან კარგი დროა.

გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისთვის ახლა ძალიან კარგი პერიოდია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ მოცემული პერიოდი გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისთვის ძალიან კარგი დროა.

როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპის ვირუსის პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი საშუალება არის სწორედ გრიპის ვაქცინაცია.

მისი თქმით, ვირუსის სხვა პირდაპირი პროფილაქტიკური მეთოდი არ არსებობს.

„მოცემული პერიოდი არის რეკომენდებული იმისთვის, რომ თავი დავიცვათ რესპირაციული ვირუსების ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი წარმომადგენლისგან, რომელიც არის გრიპის ვირუსი, ზოგადად რესპირაციულ დაავადებებსა და ინფექციებს იწვევს 200 სხვადასხვა სახეობის ვირუსი, მათ შორის ყველაზე მძიმე შედეგებით გრიპის ვირუსი გამოირჩევა ხოლმე, გრიპის ვირუსის დაცვისაგან არსებობს ვაქცინა სხვა ვირუსებისაგან თავდაცვისათვის ასეთი უნიკალური საშუალება არც არსებობს. შესაბამისად, ახლა არის ძალიან კარგი სეზონი ჩავიტაროთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ვიყოთ დაცულები გრიპისაგან მომდევნო პერიოდში. ვირუსის პირდაპირი პროფილაქტიკური სხვა მეთოდი არ არსებობს.დანარჩენი ყველაფერი არის არაპირდაპირი პროფილაქტიკა, რომელთა შესრულებაც რეკომენდირებულია, მაშინ როცა ვირუსი იწყებს გარემოში ცირკულაციას. ამჟამად საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ ცირკულირებს“, -განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო წყლების გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში გრიპის ვირუსის გამოჩენა დეკემბრის ბოლოსაა მოსალოდნელი, ვირუსი იანვრის პირველ ნახევარში ან იანვრის ბოლომდე აღწევს პიკს.

kvira.ge

იხილეთ ასევე

2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან თბილისსა და ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში იწყება 2008-2009 წელს დაბადებული 9 წლის ასაკის გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

9 წლის ასაკის გოგონების პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან თბილისსა და ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში იწყება 2008-2009 წელს …