მთავარი » ჯანდაცვა » ჰიპერტენზიის სკრინინგი ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის
17 მაისს, ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში, უწყების თანამშრომლებს ჰიპერტენზიის სკრინინგი ჩაუტარდათ.

ჰიპერტენზიის სკრინინგი ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის

17 მაისს, ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, უწყების თანამშრომლებს ჰიპერტენზიის სკრინინგი ჩაუტარდათ.

გასინჯვებში ჩართულ პირებს სპეციალისტებმა არტერიული წნევა და პულსი გაუზომეს. შეაგროვეს ინფორმაცია მათი ასაკის, სქესის, რისკ-ფაქტორების, ანამნეზში გადატანილი სისხლძარღვოვანი ეპიზოდების შესახებ და შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცეს.

პროექტი – „მაისის გაზომვების თვე“ – ჰიპერტენზიის სკრინინგის მიმართულებით პირველი გლობალური ინიციატივაა. ღონისძიება 100-მდე ქვეყანაში იმართება. კვლევის ფარგლებში დაგეგმილია ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 1%-ისთვის სკრინინგის ჩატარება.

გასინჯვებში ჩართვა კი ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. არტერიული წნევის მიმართულებით მსოფლიო სკრინინგულ კვლევას ჰიპეტრენზიის საერთაშორისო საზოგადოება ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგასთან ერთად ახორციელებს.

ღონისძიებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც უერთდა. არტერიული წნევის მსოფლიო სკრინინგული კვლევა მიზნად ჰიპერტენზიის კონტროლის გაძლიერებას ისახავს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

2012 წლის შემდეგ საქართველოში ჩატარებული აბორტის შემთხვევები მუდმივი კლების ტენდენციით ხასიათდება.

2012 წლიდან საქართველოში აბორტის კლების ტენდენცია ფიქსირდება

2012 წლის შემდეგ საქართველოში ჩატარებული აბორტის შემთხვევები მუდმივი კლების ტენდენციით ხასიათდება. აბორტის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი …