მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » იაპონია საქართველოს კიბოს სკრინინგისთვის გრანტის სახით 81 200 აშშ დოლარს გამოუყოფს
იაპონია საქართველოს კიბოს სკრინინგისთვის გრანტის სახით 81 200 აშშ დოლარს გამოუყოფს

იაპონია საქართველოს კიბოს სკრინინგისთვის გრანტის სახით 81 200 აშშ დოლარს გამოუყოფს

იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ხელმოწერის ცერემონია დღეს, 16:00 საათზე, გაიმართება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში იაპონიის საელჩოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაცით, პროგრამის ფარგლებში კიბოს სკრინინგისთვის გრანტის სახით 81 200 აშშ დოლარი გამოიყოფა და იმერეთის რეგიონის მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

„საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში გაიმართება იმერეთის რეგიონში კიბოს სკრინინგის მობილური პროგრამის სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფის პროექტის საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია. პროექტი დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში.

ცერემონიას დაესწრებიან იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, პროექტებთან დაკავშირებული საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ზემოხსენებულ პროექტზე საგრანტო ხელშეკრულებას ხელს აწერენ საქართველოში იაპონიის საელჩო და ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი „ჰერა“. ამ პროექტისთვის გრანტის ოდენობა შეადგენს 81 200 აშშ დოლარს. პროექტის ფარგლებში სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურა გადაეცემა ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირს „ჰერა“ კიბოს სკრინინგის მობილური პროგრამისთვის, რომელსაც „ჰერა“ იმერეთის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე განახორციელებს. საქართველოში ეროვნული სკრინინგის პროგრამა სრულად არის დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ და შესაბამისად იმერეთის რეგიონში მობილური სკრინინგის პროგრამის ყველა ბენეფიციარიც მომსახურებას უფასოდ მიიღებს. მამოგრაფით და სხვა სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურით აღჭურვილი „ჰერას“ მობილური ჯგუფი რეგულარულად ეწვევა რეგიონის სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელს და ქალბატონებს შესთავაზებს კიბოს სკრინინგის სერვისს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის იმერეთის რეგიონში კიბოს სკრინინგის ხელმისაწვდომობას ქალებისთვის და ხელს შეუწყობს ამ დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას, რაც საშუალებას მოგვცემს გადავარჩინოთ მრავალი ადამიანის სიცოცხლე.

„გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც ინიცირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობას. საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, სიღარიბის დაძლევა და კულტურა. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 158 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 15 919 078 აშშ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნულია იაპონიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული ტაქიარითმიების მართვაში

თბილისში ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა

თბილისში ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა  თანამედროვე  და  სამომავლო ტექნოლოგიები  რთული ტაქიარითმიების  მართვაში  …