მთავარი » ჯანდაცვა » იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის სიმპტომებით ოთხი მცირეწლოვანი მიიყვანეს
თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში სავარაუდოდ გაზით ინტოქსიკაციის სიმპტომებით ოთხი მცირეწლოვანი მიიყვანეს.

იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის სიმპტომებით ოთხი მცირეწლოვანი მიიყვანეს

თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში სავარაუდოდ გაზით ინტოქსიკაციით ოთხი მცირეწლოვანი მიიყვანეს. როგორც პირველი არხი იუწყება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ტოქსიკოლოგები აკვირდებიან.

პაციენტებს კლინიკაში გადაყვანისას თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, გულისრევა და მუცლის ტკივილი აღენიშნებოდათ.

„პაციენტების შემოყვანისას მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის. ცნობიერება ოთხივე პაციენტის იყო ნათელი, აბსოლუტურად კონტაქტური, ადეკვატური. ახლა მიმდინარეობს ამ პაციენტების მონიტორინგი. მათი მდგომარეობა განმეორებით შეფასდება და სავარაუდოდ ოთხივე დღესვე გაეწერება ბინაზე” – განცხადა მორიგე პედიატრმა თამარ ყიყიშვილმა.

როგორც „ყაზტრანსგაზის” წარმომადგენელმა განაცხადა, მისთვის ინტოქსიკაციის მიზეზი უცნობია.

„ჩვენთვის უცნობია მოწამვლის მიზეზი, გამათბობლიდან გაჟონვა არ აღინიშნა, მაგრამ აყენია ღია კამერიანი წყალგამათბობელი, რომლის დამონტაჟებაც არ შეიძლება დახურულ სივრცეში, სავარაუდოდ აქედან იყო CO გამოშვებული”, – განაცხადა „ყაზტრანსგაზის” წარმომადგენელმა.

იაშვილის კლინიკაში მიყვანილი პაციენტები ორიდან ექვს წლამდე ბავშვები არიან. ისინი სავარაუდოდ ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამათბობლიდან აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

"რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციას, ან ჭიაბერაშვილს არ მოსწონს რამე,მისი მოსაწონი შეუძლებელია რომ გავაკეთო, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე მექნება საშუალება, საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე",-აღნიშნა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო: ჭიაბერაშვილის მოსაწონი შეუძლებელია, გავაკეთო

ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში უსმენენ. დავით სერგეენკო კანონმდებლებს  სამინისტროს 2017 წლის შესრულებული საქმიანობის ანგარიშის და 2018 …