მთავარი » ჯანდაცვა » იმედის კლინიკის მრავალპროფილიანი პედიატრიული საავადმყოფო გაიხსნა
მრავალპროფილიანი პედიატრიული კლინიკა დიდ დიღომში პირველია. ის ყველა სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული.

იმედის კლინიკის მრავალპროფილიანი პედიატრიული საავადმყოფო გაიხსნა

სამშობიარო „იმედის კლინიკის“ ტერიტორიაზე მრავალპროფილიანი პედიატრიული საავადმყოფო გაიხსნა.

ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო.

პედიატრიულ საავადმყოფოში ჩვილების, ბავშვებისა და მოზარდებისთვის ყველა სამედიცინო სერვისი იქნება ხელმისაწვდომი. სამშობიარო სახლისა და პედიატრიული საავადმყოფოს შერწყმით „იმედის კლინიკა“ დედათა და ბავშვთა მრავალპროფილიან სამედიცინო მომსახურების სტაციონარად გარდაიქმნება.

განახლებული „იმედის კლინიკა“ 135 საწოლზეა გათვლილი და უახლესი სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი. კლინიკაში 265 თანამშრომელი, ამათგან 20-მდე მედიცინის დოქტორია დასაქმებული.

„იმედის კლინიკას“ საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. ადგილზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დიპლომისშემდეგომ სწავლებას გადიან.

მრავალპროფილიანი პედიატრიული კლინიკა დიდ დიღომში პირველია. ის ყველა სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

2012 წლის შემდეგ საქართველოში ჩატარებული აბორტის შემთხვევები მუდმივი კლების ტენდენციით ხასიათდება.

2012 წლიდან საქართველოში აბორტის კლების ტენდენცია ფიქსირდება

2012 წლის შემდეგ საქართველოში ჩატარებული აბორტის შემთხვევები მუდმივი კლების ტენდენციით ხასიათდება. აბორტის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი …