მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ
იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში, ეტლები იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 12 დევნილს გადაეცა.

ეტლების გადაცემის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მარინა ონიანი და თენგიზ კვირტია, აგრეთვე იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.

medianews.ge

იხილეთ ასევე

11 თვის მონაცემებით, აივ/შიდსის 577 შემთხვევა გამოვლინდა–აღნიშნული მონაცემები ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა გაასაჯაროვა.

წელს, საქართველოში აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

წელს, 11 თვის მონაცემებით, აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – აღნიშნული მონაცემები, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო …