მთავარი » ფარმაცევტიკა » ინტრავენული ნარკომანია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ტაბლეტირებული ფორმით კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.
არაერთი რეფორმის განხორციელების შედეგად ინტრავენული ნარკომანია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ტაბლეტირებული ფორმით კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

ინტრავენული ნარკომანია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ტაბლეტირებული ფორმით კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ წლებია ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს. არაერთი რეფორმის განხორციელების შედეგად ინტრავენული ნარკომანია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ტაბლეტირებული ფორმით კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

ბოლო პერიოდში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ერთობლივი ღონისძებები გატარდა და გამოძიება დაიწყო.

მსგავსი შინაარსის განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი დააკავა.

დავით სერგეენკო: “ვფიქრობ, რომ პარლამენტი დაიწყებს ინიცირებას იმ კანონპროექტის, რომლის მიხედვითაც ასეთი ტიპის დარღვევებზე სისხლის სამართლის დანაშაული გავრცელდება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა სურათი, რომელსაც გამოძიება სჭირდება “.

გადაცემის სტუმარია ჯანადცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომელიც აღნიშნული თემის ირგვლივ საუბრობს.

“სახელმწიფო ძალიან ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ ამ პროფლემას შესაბამისი გადაწყვეტილება მოუძებნოს. უნდა გაფართოვოვდეს საყოველტაო დაზღვევის სისტემა, რომელშიც მედიკამენტებიც შევა. ეს ელექტრონული რეცეპტული სისტემის დანერგვას ხელს შეუწყობს.”- აცხადებს აკაკი ზოიძე.

ვახტანგ ლეჟავა მიიჩნევს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ელექტრონული რეცეპტების შემოღება მნიშვნელოვანია.

“საყოველთაო დაზღვევის იდეა ძალიან კარგია, მაგრამ მე მაინც იმის მომხრე ვარ, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიების, კერძო სადაზღვევო ბიზნესი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია”- აცხადებს ვატო ლეჟავა.

maestro.ge

იხილეთ ასევე

ფალსიფიცირებული წამლებით მოტყუებული ადამიანები და წამლის შეთავაზების მეთოდები აფთიაქში

ფალსიფიცირებული წამლებით მოტყუებული ადამიანები და წამლის შეთავაზების მეთოდები აფთიაქში

სპეციალისტებს მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი აქვთ. ფაქტები, რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული წამლები იყიდება, ოფიციალურად დადასტურებული …