მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი ვაქცინაციასთან დაკავშირებით
ჯანდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ვაქცინის გამოყენების პერიოდში და შემდეგაც მას საფრთხე არ შეუქმნია ადამიანების ჯანმრთელობისთვის.

ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი ვაქცინაციასთან დაკავშირებით

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მინისტრმა განცხადება გააკეთა რამდენიმე საკითხზე, კერძოდ: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ გეგმაში არ იყო დაზუსტებული, რომ სამსახური სწავლობდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის თემას და საკითხი არ ეხებოდა კალენდარულ აცრებს. ასევე, სახელმწიფო აუდიტის დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ვაქცინას არ ჰქონდა ბაზარზე დაშვების უფლება, არ იყო რეგისტრირებული და მხოლოდ კომისიიის გადაწყვეტილებით მოხდა მისი შემოტანა ქვეყანაში, რაც მინისტრის განმარტებით არ შეესაბამება სიმართლეს:

„ეს ვაქცინა, ჩვეულებრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იყო 2015 წელს და პრეკვალიფიცირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“.

დავით სერგეენკომ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ვაქცინის გამოყენების პერიოდში და შემდეგაც მას საფრთხე არ შეუქმნია ადამიანების ჯანმრთელობისთვის.

„2016 წლის 11 თებერვალს, როგორც კი მოგვივიდა რეკომენდაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ვაქცინის მოხმარებიდან ამოღების შესახებ, ჩვენი მოქმედების ალგორითმი იყო ასეთი, რომ ან საერთოდ უნდა შეგვეწყვიტა ცოფის ვაქცინაცია, სანამ ახალს არ შემოვიტანდით, ამას დასჭირდებოდა დაახლოებით თვენახევარი და ამ პერიოდის განმავლობაში, უბრალოდ ცოფით დაიღუპებოპდნენ ადამიანები, ან გაგვეგრძელებინა არსებული ვაქცინაცია, ან გვეზრუნა ჩანაცვლებაზე. ჩვენ ვიზრუნეთ ჩანაცვლებაზე, რასაც დასჭირდა 5 კვირა და 20 მარტიდან ცოფის საწინააღმდეგო აცრები ახალი ვაქცინით გავაგძრელეთ. თუმცა, იმ პერიოდში და მანამდეც, არც ერთი გართულება ამ ვაქცინას არ ჰქონია და უფრო მეტიც – 30 წლის განმავლობაში, პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბოლო 3 წელია არც ერთი ცოფით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც სწორედ ამ ვაქცინაციის და იმუნიზაციის პროგრამის დამსახურებაა“. – განმარტა დავით სერგეენკომ.

მინისტრი მოუწოდებს საზოგადოებას ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე. „ვაქცინაცია, როგორც ტექნოლოგია, არის უსაფრთხო, ეფექტიანი და იცავს ადამიანს დაავადებებისგან. ის ვაქცინები, რომელიც დღეს საქართველოშია, არის მაღალი ხარისხის“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

თბილისში 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარზე მეტს თბილისის მერია დააფინანსებს.

1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო უფრო მეტს მერია დააფინანსებს

თბილისში 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარზე მეტს თბილისის მერია დააფინანსებს. საუბარია სხვადასხვა …