მთავარი » რეფორმები » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კომპანია „ჯონ სნოუს“ წარმომადგენლებს ჯანდაცვის პროგრამის რეფორმა გააცნო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ვაშინგტონში კომპანია „ჯონ სნოუს“ (JSI) წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმა გააცნო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კომპანია „ჯონ სნოუს“ წარმომადგენლებს ჯანდაცვის პროგრამის რეფორმა გააცნო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ვაშინგტონში კომპანია „ჯონ სნოუს“ (JSI) წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმა გააცნო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, JSI საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით აშშ-ს მთავრობის კონტრაქტორი უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანიაა.

„ჯონ სნოუში“ გამართულ შეხვედრაზე ნინო ბერძულმა აღნიშნა, რომ 2013 წელს დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციაა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება 2013 წლამდე პრივატიზებული ჯანდაცვის სისტემიდან სამედიცინო სერვისების საყოველთაო დაფინანსების სისტემაზე გადასვლის პროცესზე მიაპყრო. მან ასევე განიხილა პროგრესის ის ეტაპები, რომელმაც ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახადა და მოსახლეობა სამედიცინო სერვისებზე კატასტროფული დანახარჯებისგან დაიცვა.

მინისტრის მოადგილემ ამერიკელ კოლეგებს გააცნო თავისი ხედვა, თუ როგორ უნდა გაიზიარონ სხვა ქვეყნებმა საქართველოს მაგალითი და აღნიშნა, რომ მდგრადი დაფინანსება და სწორად შერჩეული პრიორიტეტები საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმისთვის გადამწყვეტია.

პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომპანია“JSI”-ის წარმომადგნელები დაინტერესდნენ საქართველოში გატარებული ჯანდაცვის რეფორმებით და სამომავლო გამოწვევებით. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მთავარი პრიორიტეტი სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამედიცინო მოვლის ხარისხის გაუმჯობესებაა.

შეხვედრის ბოლოს ნინო ბერძულმა კომპანია „ჯონ სნოუს“ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამების ხელშეწყობისა და დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა.

epn.ge

იხილეთ ასევე

დღეიდან ძალაში შევიდა რეფორმების რიგით მე-3 მნიშვნელოვანი ეტაპი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა იყოს სწორად ინფორმირებული.

დიფერენცირებული პაკეტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შევიდა რეფორმების რიგით მე-3 მნიშვნელოვანი ეტაპი …