მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა
შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა და პოლიტიკის შემუშავების მტკიცებულებებზე შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

სასწავლო კურსში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან 45 წარმომადგენელი მონაწილეობს. შემოდგომის სკოლის ფარგლებში დელეგატები საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ინფორმაციული ორგანიზების საკითხებს განიხილავენ.

სასწავლო კურსი 27 ოქტომბერს დაიხურება. ის ჯანმო-ს ორგანიზებით ყოველწლიურად, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაუმჯობესებას, კვლევის მექანიზმების სრულყოფასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული ტაქიარითმიების მართვაში

თბილისში ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა

თბილისში ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა  თანამედროვე  და  სამომავლო ტექნოლოგიები  რთული ტაქიარითმიების  მართვაში  …