მთავარი » სოციალური » ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის სტანდარტები შეიმუშავა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მომსახურების სტანდარტები შეიმუშავა.

ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის სტანდარტები შეიმუშავა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მომსახურების სტანდარტები შეიმუშავა.

აქამდე ეს სტანდარტი არ არსებობდა და სოციალური დაცვის დეპარტამენტმა ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციასთან ერთად ჩამოაყალიბა ის მიდგომები, რაც მომსახურების ხარისხს გაზრდის და ქვეპროგრამის ეფექტურობის კონტროლს გაამარტივებს.

რა უფლება- მოვალეობები აქვთ სერვის-პროვაიდერებსა და მომსახურებაში ჩართულ ოჯახებს, რა დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეს წესრიგში პროვაიდერ ორგანიზაციას, როგორ უნდა იქნას მიღწეული ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები, რა მოთხოვნები უნდა არსებობდეს პერსონალის მიმართ, რა უნდა გაკეთდეს ძალადობის ეჭვის ან აღმოჩენის დროს – ახლადშემუშავებული სტანდარტი ამ და კიდევ ბევრ მნიშვნელოვან თემას მოიცავს.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ამ პრეზენტაციას ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში ჩართული მომსახურების მომწოდებლები და რამდენიმე მშობელი ესწრებოდა. შეხვედრის ბოლოს დისკუსიაც გაიმართა, სადაც ტექნიკურ საკითხებზე მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს.

დაგეგმილია ცალკე შეხვედრა ქვეპროგრამაში ჩართული ბავშვების მშობლებთან, რათა მათაც გაიცნონ ახალი სტანდარტები და საკუთარი პოზიცია გამოხატონ. პოზიციების შეჯერების შემდეგ ადრეული განვითარების მომსახურების სტანდარტი დამტკიცდება და მომსახურების მონიტორინგი სტანდარტის მიხედვით განხორციელდება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

13 წლის ქეთევან ქარუმიძეს მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში გულის

13 წლის ქართველი გოგონა მინსკში სიკვდილს ებრძვის

თბილისელ 13 წლის ქეთევან ქარუმიძეს მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში გულის რესტრუქციული კარდიომიოპათიის დიაგნოზის გამო 29 წლის …