მთავარი » ჯანდაცვა » სამინისტრო » ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 111.2 მლნ ლარით იზრდება – 2018 წლის ბიუჯეტი
ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 111.2 მლნ ლარით იზრდება - 2018 წლის ბიუჯეტი

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 111.2 მლნ ლარით იზრდება – 2018 წლის ბიუჯეტი

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 111.2 მლნ ლარით და შეადგენს 3 527.0 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28.5%).

ამის შესახებ ნათქვამია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა.

აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის – 2 463.2 მლნ ლარი.
  • აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია მაღალმთიანი რეგიონების
    განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების
    დაფინანსება;
  • ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის – 982.8 მლნ ლარამდე;

მათ შორის:

  • მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის – 704.0 მლნ
  • ლარი;
  • იმუნიზაცია – 22.4 მლნ ლარი;
  • C ჰეპატიტის მართვის პროგრამა – 16.0 მლნ ლარი;
  • ინფექციური დაავადებების მართვა -10.5 მლნ ლარი;
  •  ტუბერკულოზის მართვა – 15.6 მლნ ლარამდე;
  •  აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა – 10.0 მლნ ლარზე მეტი,
  •  დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია – 35.0 მლნ ლარი;
  •  ფსიქიკური ჯანმრთელობა – 21.0 მლნ ლარი;
  •  დიაბეტის მართვა – 13.0 მლნ ლარი;
  •  სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება – 39.0 მლნ ლარი;
  •  სოფლის ექიმი – 26.0 მლნ ლარი;
  •  რეფერალური მომსახურება – 22.3 მლნ ლარი;
  •  ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა – 10.0 მლნ ლარი;

და სხვა.

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის – 25.0 მლნ ლარი;

newposts.ge

იხილეთ ასევე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. როგორც …