მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ჯანმოს ოფისში საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ქ.ჟენევაში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში მიმდინარე აღმასრულებელი საჭოს 142-ე სესიის პარალელურად, მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ჯანმოს ოფისში საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ქ.ჟენევაში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში მიმდინარე აღმასრულებელი საჭოს 142-ე სესიის პარალელურად, მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დავით სერგეენკო მიწვეული იყო მთავარ მომხსენებლად. პრეზენტაციის მიმდინარეობისას მინისტრმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე ისაუბრა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ეფექტურ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე.
პანელს ხელმძღვანელობდა ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი.

ღონისძიებას ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 50-მდე წარმომადგენელი. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიიდან დაისვა შეკითხვები და გაკეთდა კომენტარები.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოში სიკვდილიანობა შემცირებულია, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი - მომატებული.

საქართველოში სიკვდილიანობა შემცირდა, სიცოცხლის ხანგრძლივობამ კი მოიმატა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოში სიკვდილიანობა შემცირებულია, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი – მომატებული. ამის შესახებ …