მთავარი » დაზღვევა » კახა ოქრიაშვილი: ბანკები არაპროფილურ ბიზნესებში შეიჭრნენ
ბანკები პირდაპირ შეიჭრნენ არაპროფილურ ბიზნესებში. ეს მნიშვნელოვნად შეაფერხებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ანუ ბიზნესის განვითარებას თუ არ დააზუსტეს შესაბამისი კანონები

კახა ოქრიაშვილი: ბანკები არაპროფილურ ბიზნესებში შეიჭრნენ

“პსპ ჯგუფის” დამფუძნებელი და პარლამენტარი, კახა ოქრიაშვილი “ბიზნესკონტრაქტთან’’ ბიზნესზე მოქმედ ნეგატიურ ფაქტორებს ასახელებს.

მისი თქმით, არამარტო ფარმაცევტულ, არამედ ყველა ბიზნესზე მიმდინარე წელს ნეგატიურად აისახა ლარის გაუფასურება.

“მთელ ბიზნესზე ლარის ვოლატილობა ნეგატიურ ფაქტორად განისაზღვრა, რადგან არასტაბილურობის შეგრძნება იწვევს დამატებითი რისკების განცდას და ბიზნესი ინვესტირებისგან თავს იკავებს’’-აცხადებს ოქრიაშვილი.

მისი თქმით, ის რაც ბიზნესზე უარყოფით გავლენას ახდენს და ის საკითხები, რაც მთავრობამ უნდა გამოასწოროს ასევე დაკავშირებულია სასამართლოებში გაჭიანურებულ დავებთან.

“ნეგატიური ფაქტორებიდან, რაც გასაკეთებელია არის სასამართლოები. სასამართლოებში გაცილებით უკეთესადაა მდგომარეობა, რადგან ბიზნესიც იგებს დავებს,მაგრამ პროცესები არის გაჭიანურებული და რამდენიმე წელი მიმდინარეობს”, – განმარტავს ოქრიაშვილი

მისი თქმით, გადასახედია ეროვნული ბანკის რეგულაციები.

“ის, რაც მომავალში გამოსასწორებელია, ესაა ეროვნული ბანკის რეგულაციები, რადგან პირდაპირი კონფლიქტია ბანკებსა და ეკონომიკის რეალურ სექტორს შორის. ბანკები პირდაპირ შეიჭრნენ არაპროფილურ ბიზნესებში. ეს მნიშვნელოვნად შეაფერხებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ანუ ბიზნესის განვითარებას თუ არ დააზუსტეს შესაბამისი კანონები”, -განუცხადა კახა ოქრიაშვილმა “ბიზნესკონტრაქტს”.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

ბაზარზე ახალი მოთამაშის დედა კომპანია ამერიკული Global Benefits Group-ია, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიაა, 36-წლიანი გამოცდილებით.

Global Benefits Georgia-მ სადაზღვევო კომპანიის ლიცენზია მიიღო

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაზე“ დაზღვევის ლიცენზია გაიცა. ბაზარზე ახალი მოთამაშის …