მთავარი » სოციალური » კარენ პენსი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ “კამარას” პაციენტებსა და თერაპევტებს შეხვდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე კარენ პენსი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ "კამარას" პაციენტებსა და თერაპევტებს შეხვდა.

კარენ პენსი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ “კამარას” პაციენტებსა და თერაპევტებს შეხვდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე კარენ პენსი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ “კამარას” პაციენტებსა და თერაპევტებს შეხვდა.

ის საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში რამდენიმე პაციენტს გაესაუბრა და მათი ნამუშევრები დაათვალიერა.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, კარენ პენსი ათწლეულზე მეტია, მხარს უჭერს არტ თერაპიის დამკვიდრებასა და განვითარებას მთელს მსოფლიოში, ნახულობს არტ თერაპიის ცენტრებს და ხვდება არტ თერაპიის ექსპერტებს.

დღესვე კარენ პენსი თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) მხატვარ ოლესია თავაძეს შეხვდება, რომელიც ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობს. იგი რობერტ ფროსტის ლექსების ინსპირაციით შექმნილ ნახატების გამოფენას დაათვალიერებს.

დღის მეორე ნახევარში კარენ პენსი მეუღლესთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.

frontnews.eu

იხილეთ ასევე

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ექიმი ნინა ბენდუქიძე ლეიკემიით დაავადებული ქართველი ბავშვების დასახმარებლად თბილისში თანამედროვე სამედიცინო აპარატურას აგზავნის.

ქართველი ემიგრანტი ოჯახი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარება

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ექიმი ნინა ბენდუქიძე ლეიკემიით დაავადებული ქართველი ბავშვების დასახმარებლად თბილისში თანამედროვე სამედიცინო …