მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ხატია თვაურის ოჯახი მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას და ხარჯების დაფინანსებას ითხოვს
5 თვის განმავლობაში კომაში მყოფი ხატია თვაურის ოჯახი მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას და ხარჯების დაფინანსებას ითხოვს

ხატია თვაურის ოჯახი მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას და ხარჯების დაფინანსებას ითხოვს

ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შედეგად 5 თვის განმავლობაში კომაში მყოფი ხატია თვაურის ოჯახი მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას და ხარჯების დაფინანსებას ითხოვს

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ხატია თვაურის დედამ თეა სიდამონიძემ მისი შვილისთვის ჩატარებული პლასტიკური ოპერაციის დეტალები გაიხსენა, რის შემდეგაც ხატია თვაური კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„მეუბნებოდნენ, რომ მსგავსი რამ მილიონში ერთს შეიძლება დაემართოს და ამ მილიონში ერთი ჩემი შვილი აღმოჩნდა. დასაწყისში ვფიქრობდი, რომ გული გაჩერდა, თუმცა დღემდე ხატიას გული მუშაობს და მას ძალიან ჯანმრთელი გული აქვს. ვფიქრობ, ეს იყო ქირურგის შეცდომა და მოხდა სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა, რამაც ხატიას ეს მდგომარეობა გამოიწვია. შეცდომა ოპერაციის დროს არის დაშვებული, რომელსაც არ ამბობენ და სურთ დამალონ“, – განაცხადა პაციენტის დედამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ მათ მიმართვაზე მოკვლევა უკვე დაასრულა. დამნაშავედ დასახელებულია პალატის ექიმი, რომელიც სიდამონიძეს შემთხვევის მომენტში საერთოდ არ უნახავს.

სიდამონიძის განცხადებით, ხეჩინაშვილის კლინიკის ხელმძღვანელობამ პალატის ექიმს ხელი მოაწერინა, რომ მან გადაიყვანა პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. სიდამონიძის თქმით, მისი შვილი ინტენსიურში ექთანმა შეიყვანა. მისივე განცხადებით, პალატის ექიმმა საქმე გაასაჩივრა და ამჟამად მას პროკურატურა სწავლობს.

ხატია თვაურის დედა აცხადებს, რომ მან შვილის მდგომარეობის შესახებ მასალები გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელისა და თურქეთის კლინიკებს გადაუგზავნა. უცხოეთიდან მიღებული პასუხებით კი მომხდარის მიზეზი სხვადასხვაა.

თეა სიდამონიძე ფაქტის დროულად და ობიექტურად გამოძიებას ითხოვს. ასევე, მისი მოთხოვნაა დაისაჯონ დამნაშავე ექიმები და მისი შვილი აღიარონ დაზარალებულად, რის შედეგადაც უზრუნველყონ საჭირო მკურნალობით. სიდამონიძე ასევე შვილისთვის საზღვარგარეთიდან სპეციალისტის მოწვევას ითხოვს, რომელიც პაციენტს მისი მდგომარეობის შესახებ გამოკვლევას ჩაუტარებს.

სიდამონიძის თქმით, ხეჩინაშვილის კლინიკაში მისი შვილი დიდხანს ვეღარ დარჩება, რის გამოც მოუწევთ მისი სახლში გადაყვანა ან უცხოეთში სამკურნალოდ წაყვანა, რისი შესაძლებლობაც მათ არ აქვთ.

ხატია თვაურს ხეჩინაშვილის კლინიკაში ცხვირის პლასტიკური ოპერაცია 7 სექტემბერს გაუკეთდა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

„უმალი“-ს საბავშვო ბაღებისთვის ვადაგასული თევზი არ მიუწოდებია და ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ თევზის გადამამუშავებელ საწარმოში „უმალი“ განაცხადეს.

„უმალი“-ს საბავშვო ბაღებისთვის ვადაგასული თევზი არ მიუწოდებია

„უმალი“-ს საბავშვო ბაღებისთვის ვადაგასული თევზი არ მიუწოდებია და ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის …