მთავარი » ჯანდაცვა » ხატია თვაურის ოჯახის წევრები ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიჭრნენ
ცხვირის ოპერაციის გამო კომაში ჩავარდნილი ხატია თვაურის ოჯახის წევრები ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიჭრნენ

ხატია თვაურის ოჯახის წევრები ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიჭრნენ

ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი 18 წლის ხატია თვაურის ოჯახი ძალით შეიჭრა ხეჩინაშვილის კლინიკაში.

სწორედ აქ ჩაუტარდა თვაურს ოპერაცია თითქმის ნახევარი წლის წინ. კლინიკაში შეჭრის შედეგად დაშავდა დაცვის ერთი თანამშრომელი. მან თავის არეში მცირე ტრავმა მიიღო.

ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საავადმყოფოს დირექტორის, გიგა ჯიქიას კაბინეტში ავიდნენ, რათა მისგან ახსნა-განმარტებები მოესმინათ. ჯიქიამ საკუთარი კაბინეტი უკომენტაროდ დატოვა. გარდა ამისა, მათ მოითხოვეს გოგონას მკურნალი ექიმის ნახვა.

შექმნილი სიტუაციის გამო საჭირო გახდა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება, რომლებმაც საავადმყოფოში მყოფი თვაურის ახლობლები და ოჯახის წევრები გარეთ გაიყვანეს.

აქცია უკვე ხეჩინაშვილის კლინიკის ეზოში გაგრძელდა.

medianews.ge

იხილეთ ასევე

"რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციას, ან ჭიაბერაშვილს არ მოსწონს რამე,მისი მოსაწონი შეუძლებელია რომ გავაკეთო, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე მექნება საშუალება, საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე",-აღნიშნა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო: ჭიაბერაშვილის მოსაწონი შეუძლებელია, გავაკეთო

ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში უსმენენ. დავით სერგეენკო კანონმდებლებს  სამინისტროს 2017 წლის შესრულებული საქმიანობის ანგარიშის და 2018 …