მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » კლინიკა კარაპს მედლაინის ეგიდით თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობს
3 დღიანი კონფერენცია კლინიკა „კარაპს მედლაინის“ ეგიდით ტარდება და მასში ქართველ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგებთან ერთად მონაწილეობას ისრაელის, იტალიის, თურქეთის, ყაზახეთის, რუსეთის და ეგვიპტის წამყვანი ექიმი გინეკოლოგები და რეპროდუქტოლოგები მიიღებენ.

კლინიკა კარაპს მედლაინის ეგიდით თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობს

26, 27 და 28 ოქტომბერს, ევექსის დიაგნოსტიკურ ცენტრში რიგით მე-2-ე საერთაშორისო აკრედიტირებული კონფერენცია გაიმართება, რომელიც უშვილობის მკურნალობას და თანამედროვე რეპროდუქტოლოგიაში ქირურგიის როლს დაეთმობა.

3 დღიანი კონფერენცია კლინიკა „კარაპს მედლაინის“ ეგიდით ტარდება და მასში ქართველ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგებთან ერთად მონაწილეობას ისრაელის, იტალიის, თურქეთის, ყაზახეთის, რუსეთის და ეგვიპტის წამყვანი ექიმი გინეკოლოგები და რეპროდუქტოლოგები მიიღებენ.

კონფერენციის მსვლელობის დროს მოწვეული ქირურგები და ადგილობრივი ექიმები თანამედროვე რეპროდუქტოლოგიურ მიღწევებზე ისაუბრებენ.

კონფერენცია აკრედიტირებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და მონაწილეებზე 30 კრედიტ ქულა გაიცემა.

newposts.ge

იხილეთ ასევე

d38ac7633ab75f3

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …