მთავარი » ჯანდაცვა » სამინისტრო » კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლების უფლება მოგვენიჭა
„ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭა უფლება, კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლები გააკეთოს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლების უფლება მოგვენიჭა

„ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭა უფლება, კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლები გააკეთოს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობას შესაბამისი დადგენილება დღეს დაამტკიცა.

„ჯანდაცვის სამინისტროს აქვს 2 სპეციალური სააგენტო, რომლის ამოცანაა, ერთის მხრივ ხარისხზე ზრუნვა, ხოლო მეორეს მხრივ, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დახარჯული თანხების მიზნობრიობის შემოწმება. ამის შედეგად მთელი ამ წლების განმავლობაში იკვეთებოდა გარკვეული შემთხვევები, როდესაც კლინიკებს არასწორად ქონდათ მოთხოვნილი თანხები, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს ადგენდა.

თუმცა, შემთხვევების უმრავლესობაში ასეთი დავები გადადიოდა სასამართლოში და გამომდინარე სადაო საკითხების მოცულობიდან და სპეციფიურობიდან, გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში, ზოგჯერ, წელიწადზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში ეს სადაო თანხები იყო გაყინული, რაც სერიოზული პრობლემა იყო ერთის მხრივ ბიუჯეტის პარამეტრების ადეკვატური შესრულებისათვის, ხოლო მეორეს მხრივ, კლინიკებთან ადეკვატური საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

დღეს მივიღეთ დადგენილება, რომლის თანახმადაც, სანამ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭა უფლება , რომ მისი აზრით, არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ ჩათვლები გააკეთოს, ანუ დაქვითოს შემდგომი თვის ანაზღაურებებიდან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, სტატისტიკის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს ასეთი დავების 95%-ზე მეტი მოგებული აქვს.

„მიმდინარე საქმეები არის 21-ზე მეტ კლინიკასთან, 100-ზე მეტ შემთხვევაზე, ჯამში 8 მილონზე. გასაგებია, რომ კლინიკების ნაწილს ეს არ მოეწონებათ, რადგან გამოკვეთილები არიან კლინიკები, რომლებიც უსასრულოს ხდიან ამ სასამართლოს დავებს. ამ დადგენილებით ჩვენ საშუალება მოგვეცემა, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და პირველ რიგში პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით განვახორციელოთ ეს ცვლილებები“, – დასძინა მინისტრმა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ამ დრომდე პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს 50-მდე ვირუსულმა პაციენტმა მიმართა.მიმართვიანობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო ნინო ბერძული.

ნინო ბერძული პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

ამ დრომდე პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს 50-მდე ვირუსულმა პაციენტმა მიმართა. მიმართვიანობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო ჯანდაცვის …