მთავარი » დაზღვევა » ლევან რაზმაძე სადაზღვევო და საპენსიო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება
ლევან რაზმაძე 29 მარტს, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებს - სადაზღვევო და საპენსიო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.

ლევან რაზმაძე სადაზღვევო და საპენსიო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე 29 მარტს, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებს – სადაზღვევო და საპენსიო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც ”ინტერპესნიუსს” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება.

„შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შემდეგი შეხვედრა 12 აპრილს ჩატარდება და მოწვეულები იქნებიან გასანათებელი მოწყობილობების და ელექტრონათურების მიმწოდებლები.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება. 2016 წელს ამ ფორმატში სულ 16 შეხვედრა ჩატარდა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

23მარტს, 14:00-ზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვედება.

დავით სერგეენკო, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვედება

23მარტს, 14:00-ზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვედება. მინისტრი …