მთავარი » რეფორმები » პირველადი ჯანდაცვა » ლიკა ჭუმბურიძე: პირველადი ჯანდაცვის განვითარება ჯანსაღი ცხოვრების წინაპირობაა
„Inova health care“-ის საოპერაციო დირექტორი ლიკა ჭუმბურიძე გვესაუბრა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე.

ლიკა ჭუმბურიძე: პირველადი ჯანდაცვის განვითარება ჯანსაღი ცხოვრების წინაპირობაა

ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმების განხორციელებაში საკონსულტაციო კომპანია გლობალური ალიანსი” ეხმარება.

მათი მორიგი ერთობლივი სოციალური ინიციატივაა „რა გაწუხებთ?”პროექტის მიზანია, მოსახლეობის გამოკითხვა სპეციალური კითხვარებით და მათი პრობლემებისა და საჭიროებების დააფიქსირება. ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში 16 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ვებ-გვერდზე www.1505.ge კითხვარების შევსება გრძელდება.

გამოკითხვის შუალედური შედეგებიდან გამოჩნდა, რომ მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება, ამბულატორიული მომსახურებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.

„Inova health care“-ის  საოპერაციო დირექტორი ლიკა ჭუმბურიძე გვესაუბრა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე. მას მიაჩნია, რომ ამ რგოლის განვითარება ხელს შეუწყობს დაავადებების ნაადრევ დიაგნოსტიკასა და ჯანმრთელობის  გაუარესების  პრევენციას:

„ყველაფრის საწინდარი არის პირველადი ჯანდაცვა, პაციენტისთვის დროული დიაგნოზის დასმა. თუკი პირველადი რგოლი იქნება აწყობილი და სწორად გამართული, ეს საშუალებას მოგვცემს,მეორად რგოლზე, სტაციონარულ სისტემაში სახელმწიფომ დაზოგოს დიდი თანხა და მკვეთრად გაიზარდოს მკურნალობის ხარისხი.

პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება ხელს შეუწყობს ამჟამად არსებული ტენდენციის შეცვლას: უფრო რთულ სტადიებზე გამოვლენილი დაავადებები საწყის ეტაპზევე გამოვლინდება. პაციენტს შეუძლია თავისი პაკეტით, დაფინანსების ფარგლებში,წელიწადში ორჯერ ამბულატორიაში უფასოდ გაიკეთოს გამოკვლევა.ასეთ დროს რისკი, რომ დაავადება  გართულებულ სტადიაზეგამოვლინდება, საგრძნობლადიკლებს”. 

ლიკა ჭუმბურიძემ ამბულატორიული სისტემის გამართულად მუშაობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

,,პარალელურად, უნდა მოხდეს ამბულატორიული სისტემის განვითარება.ჩემი აზრით, სტაციონარულ სექტორზე რა დაფინანსებაც მიდის, ნაწილი უნდა გადავიდეს ამბულატორიულ სექტორში და მის განვითარებას მოხმარდეს. ეს ყველაფერი ერთად გაზრდის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას. მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ პირველადი ჯანდაცვა ჯანსაღი ცხოვრებისა და პაციენტზე ზრუნვის საწინდარია”.

იხილეთ ასევე

ღონისძიება ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულ და მაღალკვალიფიციურ მუშაობას. საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო ”რედისონში” გაიმართა.

პირველადი ჯანდაცვა – საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

16 აპრილს, პირველადი ჯანდაცვის განვითარების თემაზე საერთაშორისო დონის კონფერენცია გაიმართა.ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის …